მეცხრე მოწვევის პარლამენტი 18 ნოემბერს შეიკრიბება

მეცხრე მოწვევის პარლამენტი 18 ნოემბერს, 12:00 საათზე შეიკრიბება.

სხდომაზე პარლამენტის ახალი თავმჯდომარის, ვიცე-სპიკერებისა და კომიტეტების თავმჯდომარეების კანდიდატების მოსმენა იგეგმება.

ჯერჯერობით უცნობია რამდენი ფრაქცია შეიქნება უმრავლესობაში და ვინ იქნებიან მათი ხელმძღვანელები.

რეგლამენტის თანახმად, პირველ სხდომას მოწვეული სტუმრები დაესწრებიან, რომელთა შორის სრულიად საქართველოს პატრიარქი, უწმინდესი და უნეტარესი ილია მეორე, პრეზიდენტი და მთავრობის წევრები იქნებიან. სხდომაზე ასევე, მიწვეული იქნებიან დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები.

მას შემდეგ, რაც მეცხრე მოწვევის პარლამენტის უფლებამოსილების ცნობა მოხდება, მოქმედ პარლამენტს უფლებამოსილება შეუწყდება.

მერვე მოწვევის პარლამენტის პირველი სხდომა 2012 წლის 21 ოქტომბერს გაიმართა, სადაც “ქართული ოცნება” უმრავლესობას კოალიციურ რეჟიმში წარმოადგენდა, მეცხრე მოწვევის პარლამენტში კი, საკონსტიტუციო უმრავლესობა ეყოლება.

banner
წინა სტატიაშიცესკო დღეს საპარლამენტო არჩევნების საბოლოო შედეგებს გამოაქვეყნებს
შემდეგი სტატია“იქნება დაძაბული შეჯიბრებითობა, პაექრობა, არ გამოვრიცხავ ჩხუბსაც კი, იმ პარლამენტში, რომელშიც შევდივართ”