მეჭიაურის აზრით, ქართველებზე პრეზიდენტის შეფასება გამართლდა იმით, რომ ის ხალხმა აირჩია

საფინანსო საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარის, თამაზ მეჭიაურის განცხადებით, ქართველი ხალხი უნდა შეეგუოს იმას, რომ ქვეყნის პრეზიდენტად აირჩია ისეთი კაცი, რომელმაც საკუთარ ერზე ცუდად ილაპარაკა.

მეჭიაურის განცხადებით, პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილის შეფასება, ქართველ ხალხთან მიმართებაში, მისი არჩევით გამართლდა.

„თუ მის ახალგაზრდობის დროინდელ კვლევებზე არის საუბარი, რა თქმა უნდა იძლევა რაღაც მინიშნებების საფუძველს, მაგრამ ძალიან არ ჩავუღრმავდებოდი ახლა. რამდენადაც ეს ჯობდა ადრე მომხდარიყო. მე პირადად არ ვიყავი მისი მეცნიერული შრომებით დაკავებული. რომ მქონოდა ეს ინფორმაცია, აუცილებლად ჩემი გადაწყვეტილება სხვა იქნებოდა. თუმცა, რაც მოხდა უნდა შევეგუოთ იმას, რომ ჩვენ თვითონ შევარჩიეთ ასეთი კაცი, რომელსაც შეეძლო თავის ერზე ასე ელაპარაკა. დღევანდელი გადასახედიდან თუ გეტყვით, ალბათ სწორი იყო როცა ასეთ შეფასებას აძლევდა ქართველ ერს. გამართლდა იმითი, რომ ის ხალხმა აირჩია“, – განაცხადა თამაზ მეჭიაურმა.

banner
წინა სტატიაშიპრემიერ-მინისტრი: ჩვენ ყველამ ერთად ეს ქვეყანა უნდა ავაგუგუნოთ
შემდეგი სტატიაგიორგი კვირიკაშვილი: თბილისი განსაკუთრებული ქალაქია და ჩვენი ვალია, წინაპრების დანატოვარი უნიკალური უბნები განვაახლოთ