მამუკა მდინარაძე: პრეზიდენტის თანხმობა არ არის აუცილებელი იმისათვის, რომ რიგგარეშე სხდომა ჩატარდეს

ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მამუკა მდინარაძის განცხადებით, პარლამენტის რიგგარეშე სხდომის ჩატარებას პრეზიდენტის თანხმობა არ სჭირდება.

მისი თქმით, ამას რეგლამენტი ითვალისწინებს.

„პრეზიდენტის თანხმობა არ არის აუცილებელი იმისათვის, რომ რიგგარეშე სხდომა ჩატარდეს. ამას რეგლამენტი ითვალისწინებს, შესაბამისად, ჩვენ სხდომას ხვალ ჩავატარებთ“, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

პარლამენტში ბიუროს სხდომა დღეს 20:00 საათზე არის დანიშნული. უმრავლესობის დეპუტატები კონსტიტუციის პროექტის რიგგარეშე სხდომაზე განხილვას გეგმავენ.

საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა, პარლამენტს რიგგარეშე სხდომის ჩატარებაზე დღეს, საგანგებოდ გამართულ ბრიფინგზე უარი განუცხადა.

banner
წინა სტატიაშინარკოლიბერალიზაციას ჯანდაცვის კომიტეტმა მეორე მოსმენით მხარი დაუჭირა
შემდეგი სტატიააფგან მუხტარლის საქმეზე ჟურნალისტი ხაჯიდა ისმაილოვა დაკითხეს