მამაკაცმა ყოფილი მეუღლე და მისი მშობლები დაჭრა

თბილისში, ალკოჰილის ზემოქმედბის ქვეშ მყოფი მამაკაცი  ყოფლ ცოლს და მის მშობლებს თავს დაესხა. როგორც ”თაიმერს” შსს-ში განუცხადეს, შემთხვევა გუშინ გვიან ღამით მოხდა. არსებული ინფორმაციით, მამაკაცმა ყოფილ ცოლს დანით ხუთი ჭრილობა მიაყენა. დაჭრილის მდგომარეობა მძიმეა. სხეულის დაზიანებები აღენიშნებათ ქალის მშობლებსაც.

სამივე დაშავებული სასწრაფო დახმარების ბრიგადამ კლინიკაში გადაიყვანა.

შსს-ს ინფორმაციით, მომხდარზე გამოძიება ოჯახური დანაშაულის და ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების მუხლებით მიმდინარეობს (სისხლის სამართლის კოდექსის მე-11 პრიმა და 117-ე მუხლის მე-7 ნაწილის “ა” ქვეპუნტი).
უწყების ინფორმაციით, დაჭრაში ბრალდებული პირის ვინაობა დადგენილია და მის დასაკავებლა მიმდინარეობს ინტენსიური სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებები. თავდასხმაში ბრალდებული პირი წარსულში ნასამართლევია.

banner
წინა სტატიაშიანა ნაცვლიშვილი – ვადასტურებ, რომ განიხილება ჩემი კანდიდატურა სახალხო დამცველის პოზიციაზე, მზად ვარ მივიღო ეს გამოწვევა
შემდეგი სტატიაშსს: აეროპორტში ევაკუცია 112-ში შესული შეტყობინების საფუძველზე გამოცხადდა