ანა ნაცვლიშვილი – ვადასტურებ, რომ განიხილება ჩემი კანდიდატურა სახალხო დამცველის პოზიციაზე, მზად ვარ მივიღო ეს გამოწვევა

„საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა“ ასოციაციის თავმჯდომარე ანა ნაცვლიშვილი ადასტურებს, რომ სახალხო დამცველის პოსტზე მისი კანდიდატურა განიხილება.
როგორც ნაცვლიშვილი აცხადებს, ის მზად არის გამოწვევა მიიღოს.
„ვადასტურებ, რომ განიხილება ჩემი კანდიდატურა სახალხო დამცველის პოზიციაზე. ძალიან სასიამოვნოა, რომ ჩემთვის საპატივსაცემო არაერთმა ადამიანმა და ჯგუფმა მომიაზრა ამ პოზიციაზე. მზად ვარ მივიღო ეს გამოწვევა და გადაწყვეტილების მიმღებ ორგანოს (პარლამენტს) თუ ფართო საზოგადოებას უფრო დეტალურად ვესაუბრო ჩემს ხედვებსა და მიზნებზე – შესაბამის ფორმატში“, – აცხადებს ანა ნაცვლიშვილი.
გავრცელებული ინფორმაციით, ოპოზიციური ფრაქციები სახალხო დამცველის კანდიდატურას პარლამენტს არასამთავრობო სექტორთან კონსულტაციების საფუძველზე წარუდგენს. არსებული ცნობით, განიხილება არასამთავრობო სექტორიდან რამდენიმე კანდიდატურა, მათ შორის ანა ნაცვლიშვილის და ვახუშტი მენაბდის.

banner
წინა სტატიაში1 დოლარის ღირებულებამ 2.6830 ლარს მიაღწია
შემდეგი სტატიამამაკაცმა ყოფილი მეუღლე და მისი მშობლები დაჭრა