დეპუტატ ლუკა კურტანიძის განცხადებით, უვადო პატიმრობის გაუქმების საკითხთან დაკავშირებით ხელისუფლება გადაწყვეტილებას საზოგადოების გამოძახილის შესაბამისად მიიღებს. მისივე თქმით, ამასთან დაკავშირებით პატრიარქის ინიციატივა, ჰუმანურია.
“პატრიარქის წინადადება ძალიან ჰუმანურია. ვფიქრობ, რომ ამ თემაზე საზოგადოება იმსჯელებს და რამდენად მისაღები იქნება ეს მთლიანად ქვეყნისთვის, ხალხისთვის, ამის შესაბამისად მივიღებთ გადაწყვეტილებას. აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლება გამოძახილის შესაბამისად იმოქმედებს”, – განაცხადა ლუკა კურტანიძემ.
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ საქართველოს პარლამენტსა და ხელისუფლებას უვადო პატიმრობის წესის გადახედვისკენ მოუწოდა.