ლუი სიაობოს ქვრივი: პროტესტის ნიშნად მზად ვარ მოვკვდე

ჩინელი მწერლის და უფლებადამცველის, მშვიდობაში ნობელის პრემიის ლაურეატის ლიუ სიაობოს ქვრივმა განაცხადა, რომ მზად არის მოკვდეს პროტესტის ნიშნად, მისთვის შიდა პატიმრობის მისჯის გამო. 57 წლის ლიუ სია შიდა პატიმრობაშია 2010 წლიდან, მას შემდეგ, რაც მისმა ქმარმა ნობელის პრემია მიიღო, ამასთანავე, მას ბრალი არა აქვს წაყენებული. ლიუ სიას გერმანიაში მცხოვრები მეგობარი იაო ივუ ავრცელებს, რომ მასთან ტელეფონით საუბრისას სიამ თქვა, რომ მისთვის უფრო ადვილია სიკვდილი, ვიდრე სიცოცხელე. “ჩემთვის არაფერია იმაზე ადვილი, ვიდრე წინააღმდეგობის გაწევაში სიკვდილი” – ChinaChange ციტირებს მწერლის ქვრივს. “არაფრის მეშინია. თუკი სიცოცხლეს ვერ შევძლებ, საკუთარ სახლში მოვკვდები. სიაობო მოკვდა და ამ მსოფლიოში არაფერი დამრჩა” – ამბობს სია.

ადრე დასავლეთის ქვეყნების დიპლომატებმა პეკინს მოუწოდეს ლიუ სიას უფლება მისცენ საზღვარგარეთ წავიდეს, გერმანიის ელჩმა ჩინეთში კი განაცხადა, რომ მზად არის ნობელიანტის ქვრივი გერმანიამ მიიღოს. დღეს ჩინეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელმა ხუა ჩუნ ინმა განაცხადა, რომ მას ლიუ სიას შესახებ ინფორმაცია არ გააჩნია.
ლიუ სიაობო ჩინეთში ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი აქტივისტი იყო, რომელიც საკუთარი ქვეყნის წინააღმდეგ კრიტიკით გამოდიოდა. ის 2017 წლის ივლისში 61 წლის ასაკში გარდაიცვალა ღვიძლის კიბოთი ციხეში, სადაც 11 წლიან სასჯელს იხდიდა სახელმწიფოს სტრუქტურების რღვევის მცდელობის გამო – “ბიბისი” წერს.

banner
წინა სტატიაშიABBA-ს მუსიკოსები: ჩვენ არ გვჭირდება ვინმეს რამე დავუმტკიცოთ
შემდეგი სტატია“საქართველოს ფოსტასთან” დაკავშირებული სკანდალური გათავისუფლებების დეტალები