ABBA-ს მუსიკოსები: ჩვენ არ გვჭირდება ვინმეს რამე დავუმტკიცოთ

ცნობილი ჯგუფის ABBA-ს ერთ-ერთმა დამფუძნებელმა ბენნი ანდერსენმა განაცხადა, რომ მუსიკალური კოლექტივი ახალი სიმღერების გამოშვებით არავის არაფერს უმტკიცებს. რამდენიმე დღის წინ გავრცელდა, რომ 35 წლიანი სესვენების შემდეგ ჯგუფმა ორი ახალი სიმღერა ჩაწერა. “ჩვენ არავის არაფერს ვუმტკიცებთ და არ ვფიქრობთ იმაზე, სიმღერები ვინმეს მოეწონება თუ არა. უბრალოდ, ჩვენ ასე მოგვწონს და ვნახოთ” – განაცხადა მუსიკოსმა “ბიბისისთან” ინტერვიუში.

სიმღერები წლის ბოლომდე ჩაიწერება სტუდიაში და გავრცელდება.

banner
წინა სტატიაშისირიაში რუსული გამანადგურებელი ჩამოვარდა
შემდეგი სტატიალუი სიაობოს ქვრივი: პროტესტის ნიშნად მზად ვარ მოვკვდე