ლონდონში ევროკავშირის დატოვების წინააღმდეგ მრავალათასიანი დემონსტრაცია მიმდინარეობს

ლონდონის ცენტრში, ამ წუთებში, მრავალათასიანი საპროტესტო მარში მიმდინარეობს, ბრიტანეთის ევროკავშირიდან გასვლის წინააღმდეგ – “ბიბისი” წერს. დემონსტრაციის მონაწილეები იმედს იტოვებენ, რომ ისინი პარლამენტზე, რომელიც რეფერენდუმის შედეგების დამტკიცებას აპირებს, ზეწოლას მოხდენენ.
დემონსტრაციის “მარში ევროპისათვის” მონაწილეები გაიდ-პარკთან შეიკრიბნენ და მთავრობის სახლის გავლით პარლამენტისკენ სამკილომეტრიან მონაკვეთს გაივლიან. პარლამენტთან დაგეგმილია ასევე მინი-კონცერტი.
შეგახსენებთ, რომ 23 ივნისს ბრიტანეთში ჩატარებული რეფერენდუმის მიხედვით, გაერთიანებული სამეფო ევროკავშირის დატოვებას აპირებს.

banner
წინა სტატიაშისულხან მოლაშვილს თბილისში დღეს ჩამოასვენებენ
შემდეგი სტატიაავსტრალიაში საპარლამენტო არჩევნები მიმდინარეობს