სულხან მოლაშვილს თბილისში დღეს ჩამოასვენებენ

კონტროლის პალატის ყოფილ თავმჯდომარეს, სულხან მოლაშვილს საფრანგეთიდან დღეს, 23:30 საათზე ჩამოასვენებენ.

სულხან მოლაშვილი პარიზში სამკურნალოდ რამდენიმე დღის წინ გაემგზავრა. კონტროლის პალატის ყოფილი თავმჯდომარე 29 ივნისს საავადმყოფოში გარდაიცვალა.

სულხან მოლაშვილის პანაშვიდი 3 და 4 ივლისს გაიმართება, 5 ივლისს კი ვაკე-საბურთალოს სასაფალოზე დაკრძალავენ.

ცნობისთვის, 2004 წელს საბიუჯეტო თანხების არამიზნობრივად ხარჯვის ბრალდებით დაკავებული მოლაშვილი ყოფილ ხელისუფლებას წამებასა და არაადამიანურ მოპყრობაში ადანაშაულებდა. 9-წლიანი პატიმრობა მოლაშვილს 2006 წლის მარტში მხოლოდ ერთი წლით შეუმსუბუქეს.

პატიმრის მიერ დასახელებული ფაქტები ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომაც დაადასტურა, რომელმაც სულხან მოლაშვილი ევროპული კონვენციის 4 მუხლით გაამართლა.

სწორედ სასამართლოს გადაწყვეტილება გახდა ერთ-ერთი გარემოება, რის გამოც საქართველოს პროკურატურამ კონტროლის პალატის ექსთავმჯდომარის საქმის ხელახლა ძიება დაიწყო.

კონტროლის პალატის ყოფილ თავმჯდომარეს ჯანმრთელობის პრობლემები სწორედ სასჯელის მოხდის დროს შეექმნა.

banner
წინა სტატიაშიამერიკელმა სამხედროებმა “ისლამური სახელმწიფოს” ორი მაღალჩინოსანი გაანადგურეს
შემდეგი სტატიალონდონში ევროკავშირის დატოვების წინააღმდეგ მრავალათასიანი დემონსტრაცია მიმდინარეობს