ლევან ვასაძე – არსამათავრობოთა პროპაგანდით იშხამება ჩვენი ახალგაზრდა თაობის ნაწილი

არსამათავრობოთა პროპაგანდით იშხამება ჩვენი ახალგაზრდა თაობის ნაწილი, – ამის შესახებ ბიზნესმენმა ლევან ვასაძემ ფილარმონიაში  მიმდინარე „მსოფლიო საოჯახო კონგრესზე“ განაცხადა.

„ოკუპაციები, 20%-ის დაკარგვა, ყოველი მერვე ჩვენი მოქალაქე ქცეულია ეთნიკური გენოციდის მსხვერპლად და ამის შემდგომ ე.წ. ვარდების რევოლუცია, რომელმაც კიდევ უფრო მეტი ტერორი დაატეხა ჩვენს მოსახლეობას. ჩვენი მოქალაქეების თავისუფლების ნაცვლად, ჩვენ მივიღეთ დასავლეთისგან დასპონსორებული პოლიტიკური რეჟიმი, რომელმაც საკუთარი მმართელობის ცხრა წლის მანძილზე ციხეში ჩასვა 330 ათას ადამაიანზე მეტი. ეს ნიშნავს, რომ ჩვენი ქვეყნის შვიდ ნახევარ პროცენტზე მეტი მოხვდა ციხეში, ეს ნიშნავს რომ ეთნიკური ქართველების ათ პროცენტზე მეტმა გაიარა სატუსაღო, ეს მოხდა სააკაშვილის და მისი ამალის წყალობით“, – განაცხადა ლევან ვასაძემ.

ლევან ვასაძის თქმით, საქართველოში არ დარჩენილა ოჯახი, ვისაც სააკაშილის რეჟიმის არ შეხებოდა.

„თქვენ გსურთ, რომ ჩვენ გესაუბროთ საქართველოში ოჯახურ მდგომარეობაზე? აკი, მოგახსენეთ, არც ერთი ოჯახი არ დარჩა, ვისაც ეს რეჟიმი არ შეეხო. თავისუფლების ნაცვლად ნახსენებ 9-წლიან პერიოდში, საქართველოს გენერალური პროკურორის მონაცემებით, სააკაშვილის რეჟიმის მიერ ჩამორთმეულ იქნა 9940 ბიზნესი, მოხდა მისი მფლობელების მასობრივი დაპატიმრება და გათავისუფლებულ იქნენ მხოლოდ მას შემდეგ, როდესაც დათმეს საკუთარი ქონება სახელმწიფოს ან მის მიერ მითითებული ოლიგარქების სასარგებლო”, – განაცხადა ლევან ვასაძემ.

მისი თქმით, რელიგიის თავისუფლების ნაცვლად, ქვეყანამ მიიღო გამუდმებული შეურაცხყოფა მართლმადიდებლური ეკლესის.

“მივიღეთ შეუქცევადი შეურაცხყოფა ჩვენ ისედაც გაწამებულ საქართველოს მართლმადიდებლურ ეკლესიაზე, მის პატრიარქზე,  სამღვდელოებაზე, ქადაგებაზე  მრევლზე. შეტევები, რომლებიც იგეგმება და ხორციელდება ასობით არასამთავრობო ორგანიზაციის მიერ, რომლებსაც აფინანსებს დასავლეთი. ამ ჩვენს გაჭირვებულ ქვეყანაში არასამთავრობოების პროპაგანდით იშხამება ჩვენი ახალგაზრდა თაობის ნაწილი, რომელსაც არ გააჩნია დასაქმების ალტერნატიული წყარო და, რომელიც 39 ვერცხლის სანაცვლოდ იზრდება ანტიტრადიციული ცინიზმის სულში და ილუზორული თავისუფლების ყალბ დაპირებაში”, – განაცხადა ლევან ვასაძემ.

ვასაძის თქმით, არც ერთი ქრისტიანული ოჯახი არ დარჩა საქართველოში შეურაცხყოფილი ამ სისტემით.

“ჩვენ მივიღეთ ლიბერალების ტოტალიტარული დიქტატურა, ჩვენს ტელევიზიასა და პრესაში, დიდქტატურის მცდელობა ჩვენს საგანმანათლებლო ინსტიტუტებში ლიბერალებისა, რომელთა მთავარი მიზანი არის ერთმანეთის გამრავლება საკუთარ რიგებში, სხვათა კლანური დისკრიმინაცია გამუდმებული აურიცხაობისა და გარყვნილების ჩვენება,  ტრადიციული საზოგადოების ხმის იგნორირება. არც ერთი ოჯახი, მაყურებელი და მკითხველი არ დარჩენილა ამ სისტემასთან შეხების გარეშე. 2012 წელს ჩვენ შევცვალეთ ეს რეჟიმი ბოლომდე. ეს არავის ჯეროდა. არავინ იცის. რა მოხდებოდა. რომ არა ციხის კადრები, რომელმაც არჩევნების შედეგების დასავლეთის მხარდაჭერით ფალსიფიკაცია შეუძლებელი გახადა. ახლად არჩეულმა მთავრობამ კანონიერად გაასამართლა სააკაშვილი, რომელიც შეერთებულ შტატებში გაიქცა, მაგრამ ნაცვლად მისი გადმოცემისა ჩვენს ხელისუფლებაზე, მისმა სპონსორებმა ის გადასვეს კიდევ ერთ რევოლუციაში მონაწილეობისათვის, ამჯერად, როგორც გუბერნატორი ომისგან გაგლეჯილ საწყალ უკრაინაში. მან, როგორც საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა, უარი თქვა მოქალაქეობაზე, – განაცხადა ლევან ვასაძემ.

banner
წინა სტატიაშივახტანგ ხმალაძე – ე.წ. კაბელების საქმეზე დავა უნდა გაგრძელდეს
შემდეგი სტატიაგიორგი გუგავამ მთავრობის მეთაურს სპეციალური მოთხოვნით მიმართა