გიორგი გუგავამ მთავრობის მეთაურს სპეციალური მოთხოვნით მიმართა

ონლაინ-სესხების და მიკრო-საფინანსო ორგანიზაციების თაღლითური საქმიანობის აკრძალვის მოთხოვნით დღეს, ლეიბორისტული პარტიის პოლიტიკურმა მდივანმა გიორგი გუგავამ მთავრობის მეთაურს სპეციალური მოთხოვნით მიმართა.gugavaaaaaaaaaaaaaaaaaaaaa
“ლეიბორისტულმა პარტიამ აქციების სერია გამართა ონლაინ-სესხების წინააღმდეგ, რომლებიც ასი-ათასობით ჩვენს თანამოქალაქეს უმოწყალოდ ძარცვავენ. დღეს კი მთავრობას წარედგინა სპეციალური წინადადებები და კატეგორიული მოთხოვნა – აკრძალოს ონლაინ-სესხების თაღლითური საქმიანობა და მოქალაქეებს ჩამოეწეროთ უკანონოდ დარიცხული საურავები, ჯარიმები და პროცენტები. თუ ფუქსავატი მთავრობა დაუყოვნებლივ ამას არ გააკეთებს, არჩევნების შემდეგ ლეიბორისტული პარტია გადაწყვეტს ამ საკითხს.”

 
საქართველოს პრემიერ-მინისტრს
ბატონ გიორგი კვირიკაშვილს
ბატონო გიორგი,
ბოლო სამი წელია, საქართველოს საფინანსო – საკრედიტო ბაზარზე, აგრესიული მარკეტინგული სარეკლამო კამპანიის გამოყენებით, საკანონმდებლო რეგულაციების არ არსებობის პირობებში მაშტაბურად დამკვიდრდა ონლაინ-საკრედიტო ორგანიზაციების საქმიანობა.
რეალურად ონლაინ-საკრედიტო ორგანიზაციების პროდუქტი საკმაოდ ძვირია. წლიური ეფექტური საპროცენტო განაკვეთი ხშირ შემთხვევაში 1000%-ს აღწევს. გარდა ამისა, მათი საურავები, საჯარიმო სანქციები, არაადექვატურად მაღალია, არ ჯდება არანაირ ცივილურ ნორმებში და მიმართულია მოქალაქეთა ქონების უკანონოდ მითვისებაზე.
ონლაინ-საკრედიტო ორგანიზაციების ძირითად სამიზნე ჯგუფს წარმოადგენს არასტაბილური შემოსავლების მქონე, სოციალურად შეჭირვებული ასი-ათასობით მოქალაქე, რომლებიც იძულებულნი არიან ისარგებლონ ამ სესხებით და მარეგულირებელი საკანონმდებლო ნორმების არ არსებობის გამო, დაუცველნი რჩებიან თაღლითური კომპანიების ფინანსურ მარწუხებში.
აღსანიშნავია ის გარემოებაც, რომ ეს ორგანიზაციები არაადექვატურად, მკაცრი სანქციების გასატარებლად იყენებენ ფინანსურ კოლექტორებს (აღმასრულებლებს), რომლებიც უკანონო ქმედებებით, შანტაჟითა და მუქარით ზემოქმედებენ მოქალაქეებზე, რის გამოც გახშირდა თვითმკვლელობების შემთხვევები.
თუ სახელმწიფოს მხრიდან დროულად არ იქნა მიღებული გარკვეული ზომები, ზემოთ მითითებული გარემოებები, სხვა წინა პირობებთან ერთად შეიძლება გახდეს სოციალური აფეთქების საფუძველი.
სამართლებრივ სახელმწიფოში სამოქალაქო ბრუნვა უნდა ეფუძნებოდეს უფლება-მოვალეობების ბალანსს, რაც ამ შემთხვევაში, მთლიანად დარღვეულია. მოქალაქეებს აკისრიათ მხოლოდ ვალდებულებები და მათი უფლებები ფეხქვეშაა გათელილი.
კიდევ ერთხელ მოვითხოვთ თქვენი კონსტიტუციური უფლება-მოვალეობების ფარგლებში დროულად გაატაროთ შესაბამისი ღონისძიებები, რათა აღიკვეთოს ონლაინ-საკრედიტო ორგანიზაციების თვითნებური და მძარცველური საქმიანობა.
პატივისცემით,
შალვა ნათელაშვილი
ლეიბორისტული პარტიის თავმჯდომარე

 

banner
წინა სტატიაშილევან ვასაძე – არსამათავრობოთა პროპაგანდით იშხამება ჩვენი ახალგაზრდა თაობის ნაწილი
შემდეგი სტატიასაია: ე.წ კაბელების საქმეზე სასამართლომ უკანონო, უსამართლო და დაუსაბუთებელი განაჩენი გამოიტანა