საქართველოს პარლამენტმა ლევან მურუსიძეს საქართველოს უზენაესი სასამართლოს წევრის უფლებამოსილება ვადაზე ადრე შეუწყვიტა.
პარლამენტმა კენჭი უყარა პარლამენტის დადგენილების პროექტს, ლევან მურუსიძისთვის საქართველოს უზენაესი სასამართლოს წევრის უფლებამოსილების ვადაზე ადრე შეწყვეტის თაობაზე, რომელსაც 78 პარლამენტარმა დაუჭირა მხარი, წინააღმდეგი კი არც ერთი არ ყოფილა.