ლევან იზორია: მოკვდა ის პრაქტიკა, როცა ვინმე, პოლიტიკური ნიშნით, ჯარში მითითებებს გასცემდა

საქართველოს თავდაცვის მინისტრმა, ლევან იზორიამ ჯარში, წინასაარჩევნოდ არსებულ ვითარებაზე დასმულ შეკითხვას უპასუხა.

“რადიო თავისუფლებასთან” ინტერვიუში, კითხვაზე, რა მდგომარეობაა ჯარში წინასაარჩევნოდ, როგორია არჩევნებისა და ჯარის ურთიერთდამოკიდებულება და ხომ არ აქვს ადგილი მითითებებს სახმედროებისთვის, იზორიამ განაცხადა, რომ ეს პრაქტია დიდი ხანია, საქართველოში აღარ არსებობს.

“ეს პრაქტიკა დიდი ხანია, მოკვდა საქართველოში, როდესაც ვინმე პოლიტიკური ნიშნით, მით უფრო ჯარში, პოლიტიკურ მითითებებს გასცემდა. აქ ჩვენ ვართ ძალიან პრინციპულები. მიუხედავად კრიტიკისა და მცდელობისა, რომ პოლიტიკურ დისკუსიებში ვიყო ჩათრეული, ყველანაირად ვცდილობ, მაქსიმალურად თავი ავარიდო, ისევ და ისევ ჯარის მიუკერძოებლობისა და აპოლიტიკურობის ინტერესებიდან გამომდინარე. შეგვიძლია ვიმსჯელოთ უფრო პროფესიულ საკითხებზე, მაგრამ არა პოლიტიკური ნიშნით. მით უფრო, როდესაც წინასაარჩევნო პერიოდია”, – აღნიშნა იზორიამ.

banner
წინა სტატიაშიბიძინა ივანიშვილი: საქართველოში, ნიურნბერგის პროცესი არ უნდა შედგეს
შემდეგი სტატიავალერი გელაშვილის ცემის საქმეზე ვანო მერაბიშვილი, ერეკლე კოდუა და გია სირაძე სასამართლომ დამნაშავედ სცნო