ლაშა შავდათუაშვილი ბრინჯაოს მედლისთვის იჭიდავებს

ოლიმპიური ჩემპიონი ლაშა შავდათუაშვილი ბუდაპეშტში მიმდინარე მსოფლიო ჩემპიონატზე ძიუდოში 1/4-ფინალში დამარცხდა და ქართველი ოლიმპიური ჩემპიონი ბრძოლას ბრინჯაოს მედლისთვის განაგრძობს.

1/4-ფინალში ლაშას მეტოქე იაპონელი სოიჩი ჰაშიმოტო იყო, რომელიც 73 კილომდე წონის პირველი ნომერი და მსოფლიოს ჩემპიონატის ფავორიტია. ბრძოლის ბედი გაფრთხილებების რაოდენობამ გადაწყვიტა – ლაშა 3-ჯერ გააფრთხილეს და შეხვედრაც დასრულდა.

შავდათუაშვილი რეპეშაჟში გადაერთო, სადაც მისი მეტოქე ჰიდაიატ ჰეიდაროვისა და დენის იარცევს შორის წაგებული იქნება.

banner
წინა სტატიაშიკახეთში, სოფელ რუისპირში ხანძრის შედეგად ვენახები დაიწვა
შემდეგი სტატიაეს არის მოუვლელობის და უამინდობის შედეგი – სოფლის მეურნეობის სამინისტროში აზიური ფაროსანას ზარალზე საუბრობენ