ეს არის მოუვლელობის და უამინდობის შედეგი – სოფლის მეურნეობის სამინისტროში აზიური ფაროსანას ზარალზე საუბრობენ

სოფლის მეურნეობის სამინისტროში აცხადებენ, რომ აზიური ფაროსანას მიერ მიყენებული ზარალის ოდენობა დაახლოებით 10-15% არის და დანარჩენი ზიანი ფერმერების მხრიდან მოუვლელობისა და უამინდობის შედეგია.

„აზიური ფაროსანას მიერ მიყენებული ზიანი არ სცილდება 10-15%-ის ფარგლებს. დანარჩენი ზიანი არის, სამწუხაროდ, იმ მოუვლელობის შედეგი და იმ წვიმების და კლიმატური პირობების შედეგი, რომელიც სამწუხაროდ, გვქონდა მაისი-ივნისის თვეებში,“ – განაცხადა საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ, გიორგი ხანიშვილმა.

მისი თქმით, სახელმწიფოს მხრიდან, აზიურ ფაროსანასთან საბრძოლველად ყველა საჭირო ზომა არის მიღებული.

„სახელმწიფო ახორციელებს ყველა იმ ღონისძიებას და ფინანსურ რესურსს მიმართავს არა იმისათვის, თუ რომელიმე ინდივიდუალურმა ფერმერმა ვერ მიიღო მაქსიმალური შედეგი, რომ მას დაუკომპენსიროს, არამედ მაქსიმალურად ებრძოლოს პრობლემას,“ – განაცხადა გიორგი ხანიშვილმა.

banner
წინა სტატიაშილაშა შავდათუაშვილი ბრინჯაოს მედლისთვის იჭიდავებს
შემდეგი სტატიაარის თუ არა ჯანმრთელობისთვის საშიში აზიური ფაროსანა?