ლარი მკვეთრად გაუფასურდა

საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა, რომლის მიხედვითაც, ხვალ 6 იანვარს ერთი ამერიკული დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.7303ლარი იქნება. აქამდე მოქმედი კურსით ლარი 2.6692 ღირდა. შესაბამისად, ლარი დოლართან მიმართებით 0.0611-ით გაუფასურდა.
ლარის კურსმა ევროსთან მიმართებაში 2.8649 ლარი შეადგინა. აქამდე მოქმედი კურსით 1 ევროს ღირებულება 2.7858 ლარი იყო. შესაბამისად, ევროსთან მიმართებით ლარი 0.0791- ით გაუფასურდა.

ლარის კურსი 1 ბრიტანულ გირვანქა სტერლინგთან მიმართებაში 3.3574 ლარია. აქამდე მოქმედი კურსი 3.2738 ლარი იყო, ლარი სტერლინგთან 0.0836-ით გაუფასურდა.

თურქულ ლირასთან მიმართებაში ლარის კურსმა 0.7549 ლარი შეადგინა, აქამდე მოქმედი კურსი 0.7455 ლარი იყო. ლარი ლირასთან 0.0094-ით გაუფასურდა.

banner
წინა სტატიაშიგაერო აღმოსავლეთ ალეპოში სირიელების დაბრუნებაზე საუბრობს
შემდეგი სტატიაობამამ ამერიკელებს წერილით მიმართა