კვირიკაშვილს კითხვით მიმართა ელენე ხოშტარიამ

ელენე ხოშტარია:

პრემიერ-მინისტრის მოვალეობის შემსრულებელი პარლამენტში ფრაქცია “ნაციონალური მოძრაობის” წევრებს ხვდება და მათ კითხვებს პასუხობს. კვირიკაშვილს კითხვით მიმართა ელენე ხოშტარიამ, რომლის დასმული ერთ-ერთი კითხვა რუსთავი 2-ს და მის გარშემო განვითარებულ მოვლენებს ეხებოდა.

“სწორედ თქვენი ჩარევის შედეგია ურთმელიძის დედით შანტაჟი, სწორედ თქვენი ჩარევის შედეგია ის ნოვატორული გადაწყვეტილება, რომელიც მიიღო ურთმელიძემ, რომელზეც ძალიან მკაფიო საერთაშორისო პოზიცია დაფიქსირდა, რომ ეს იყო ჩარევა სარედაქციო პოლიტიკაში. თქვენი ჩარევის შედეგია, რომ მოსამართლე, რომელმაც უნდა განიხილოს რუსთავი 2-ის საქმე, ძაღლებს ასეირნებს. გრძნობთ თუ არა პასუხისმგებლობას საგარეო თუ ზოგადად, ჩვენი ქვეყნის განვითარებაზე რა გავლენა ექნება ამ საკითხს,“ – განაცხადა ელენე ხოშტარიამ.

პრემიერის მოვალეობის შემსრულებელს ასევე კითხვით მიმართა რომან გოცირიძემაც.

“როდის აპირებთ და რა გზებით ლარის მორიგი დევალვაციის თავიდან აცილებას, რომელმაც ქვეყანაში გაანადგურა მცირე და საშუალო ბიზნესი. როგორ დაფარავთ წლის ბოლოს ზედმეტად აღებულ შიდა ვალს,“ – აღნიშნა გოცირიძემ.

გიორგი კვირიკაშვილმა დასმულ შეკითხვებს უპასუხა.

“ბიუჯეტს ვგეგმავთ 4%-იან ზრდაზე დაყრდნობით, მაგრამ გვექნება სავარაუდოდ უფრო მაღალი ზრდა. ჩვენ არ გვიწერია, რომ სახელმწიფო ვალს არ გავზრდით, ჩვენ გვიწერია, რომ სახელმწიფო ვალის შეფარდება მთლიან შიდა პროდუქტთან იქნება ჯანსაღი, იმისთვის, რომ არ გაუარესდეს საკრედიტო რეიტინგი, სუვერენული რეიტინგი ქვეყნის. თუმცა, რა თქმა უნდა, ჩვენ მოგვიწევს დამატებითი ვალის აღება იმისათვის, რომ გაიზარდოს ეკონომიკა,“ – განაცხადა კვირიკაშვილმა.

რაც შეეხება რუსთავი 2-ს, პრემიერი ამბობს, რომ ყველაფერზე, რაც ქვეყანაში ხდება, პასუხისმგებლობას გრძნობს – “პასუხისმგებლობას ვგრძნობ ყველაფერზე, რაც ქვეყანაში ხდება, არავითარ შემთხვევაში ხელი არ მაქვს დაბანილი ამ საკითხთან მიმართებაშიც,” აცხადებს კვირიკაშვილი. მისივე თქმით, ის ვერ გაიზიარებს არგუმენტს, რომ ეს არის ბრძოლა კომპანიის წინააღმდეგ. პრემიერის თქმით, მედიის თავისუფლების კუთხით “ნახტომისებური გაუმჯობესება” აქვს საქართველოს:

“ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანი ამ ტელევიზიის სარედაქციო პოლიტიკის დამოუკიდებლობა,”- აღნიშნა პრემიერმა. გიორგი კვირიკაშვილი ასევე აცხადებს, რომ სასამართლოს გადაწყვეტილებაში მას არ აქვს საფუძველი, რომ ეჭვი შეიტანოს, რადგან მისი თქმით, სასამართლო დამოუკიდებელია.

banner
წინა სტატიაშიერდოღანი ევროკავშირს მიგრანტებისთვის საზღვრების გახსნით ემუქრება
შემდეგი სტატია“ჩაიხედეთ საქმეში იქნებ გული გაგისკდეთ”-ბოკერია კვირიკაშვილს