“ჩაიხედეთ საქმეში იქნებ გული გაგისკდეთ”-ბოკერია კვირიკაშვილს

ზღვარგადასული უნიათობა და არაორგანიზებულობა, უტიფრობა და არაკოორდინირებულობა

წინასაარჩევნო გარემოს შეფასება სთხოვა უმცირესობის ერთ-ერთმა ლიდერმა ნიკა მელიამ გიორგი კვირიკაშვილს და სიტყვით გამოსვლისას არჩევნების დღეს მომხდარი ძალადობის ფაქტები მოიყვანა. მელიას განცხადებით, ქართული ოცნების მთავრობა შერჩევით სამართალს ახორციელებს.
მისი თქმით, ჯიხაშკარში საარჩევნო უბნების დარბევის გამო დაკავებული ადამიანი 10 დღეში პატიმრობიდან გაათავისუფლეს. თუმცა მისი თქმით, მარნეულში დაკავებული 5 ახალგაზრდა დღემდე დაკავებულია.
მელიამ გასლ წელს პარლამენტთან მომხდარი ინციდენტი გაიხსენა, რომლის გამოც დაკავებულები პატიმრობაში სამი თვის განმავლობაში იმყოფებოდნენ. მელიამ პარალელი კორცხელის ინციდენტთან გაავლო, როდესაც სპორტსმენები ენმ-ს ლიდერებს ფიზიკურად გაუსწორდნენ. მისი თქმით, ისინი დღემდე თავისფლები არიან.
უმცირესობის დეპუტატი ასევე დაინტერესდა ვინ შეარჩია სამთავრობო გუნდი, რომელიც დღეს არის წარმოდგენილი.
ენმ-ს ერთ-ერთი ლიდერი გიგა ბოკერია კი პრემიერობის კანდიდატის იმ განცხადებას გამოეხმაურა, სადაც კვირიკაშვილმა თქვა, რომ რუსთავი2-ის საქმეს არ იცნობს.
„მთელი მსოფლიო ამ საკითხზე საჯაროდ და კერძოდ გესაუბრებიან და თქვენ არც დაინტერესებულხართ საქმით? იქნებ გული გაგისკდეთ რომ ჩაიხედოთ,“-მიმართა მან კვირიკაშვილს.
ბოკერიამ პრემიერის მოვალეობის შემსრულებლის განცხადებას პოლიტიკური უტიფრობა უწოდოდა, რაზეც კვირკაშვილმა ბოკერიას კორექტულობისკენ მოუწოდა.
ენმ-ს ლიდერების კითხვები ქვეყანაში არსებულ კრიმინოგენულ ვითარებასაც შეეხო. უმცირესობის დეპუტატები აცხადებენ, რომ კრიმინოგენული მდგომარეობა ქვეყანაში გაუარესდა.

banner
წინა სტატიაშიკვირიკაშვილს კითხვით მიმართა ელენე ხოშტარიამ
შემდეგი სტატია“ეს თემა ტელევიზიებიდანაც არ ჩამოდის და ხელოვნური პროცესიც იქმნება“- კვირიკაშვილი ლარზე