კრემლი: რუსეთი აშშ-ს კიბერშეტევაზე განცხადების შემდეგ ზომებს მიიღებს

1„ინტერნეტ-უსაფრთხოების სფეროში მოსკოვი საკუთარ ინტერესებს დაიცავს!“-ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივანმა, დიმიტრი პესკოვმა აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის განცხადების საპასუხოდ განაცხადა.
რამდენიმე ხნის წინ, აშშ-ს ორგანიზაციებზე განხორციელებული კიბერშეტევებზე საუბრისას, რომელთა უკანაც, სავარაუდოდ, რუსეთი დგას, აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტმა განაცხადა, რომ რუსეთი „საგრძნობ შედეგებს“ მიიღებს.
„ენ-ბი-სი“-ს ჟურნალისტის შეკითხვაზე, თუ რატომ არ რეაგირებს აშშ, სავარაუდოდ, რუსეთის მიერ განხორციელებულ კიბერშეტევებზე, ბაიდენმა აღნიშნა, რომ ვაშინგტონს აქვს „შესაძლებლობა, ეს გააკეთოს და შეტყობინებაც უკვე გაგზავნილია“.
ამასთან, ბაიდენის თქმით, რუსეთის ლიდერი, ვლადიმირ პუტინი ამაზე ინფორმაციას მიიღებს და პასუხსაც „უზარმაზარი ზემოქმედება“ ექნება.
მოგვიანებით, ტელეკომპანიამ აშშ-ს ცენტრალურ სადაზვერვო სამმართველოს საპასუხო ზომების შესახებ გაავრცელა ინფორმაცია და აღნიშნა, რომ ეს „საპასუხო ზომები “ „კრემლს შეაშფოთებს“.
შეგახსენებთ: აშშ-მ რუსეთს კიბერშეტევაში ბრალი 7 ოქტომბერს დასდო.

banner
წინა სტატიაშიThe Times: ბრიტანული ხომალდები “ადმირალ კუზნეცოვს” თვალყურს მიადევნებენ
შემდეგი სტატიატრამპმა დებატების წინ ნარკოტესტის გავლა შესთავაზა ჰილარი კლინტონს