ტრამპმა დებატების წინ ნარკოტესტის გავლა შესთავაზა ჰილარი კლინტონს

1-1აშშ-ს პრეზიდენტობის რესპუბლიკელმა დეპუტატმა დონალდ ტრამპა განაცხადა,. რომ მან და მისმა ოპონენტმა ჰილარი კლინტონმა მომავალი დებატების წინ ნარკოტესტი უნდა გაიარონ.
ნიუ-გემპშირში მაყურებლების წინაშე გამოსვლისას, ტრამპის თქმით, კლინტონმა დებატების წინ რაღაც პრეპარატი მიიღო, რადგანაც დებატებზე ის მხნედ გამოიყურებოდა, ბოლოს კი მანქანამდე ძლივს მივიდა.
“მე კარგად ვერ ვხვდები რა ხდება მის თავს. ჩვენი დებატების დასაწყისში, ის თითქოს გაბერეს, ბოლოს კი ისე გამოიყურებოდა, თითქოს სცენიდან გაყვანას ითხოვდა. ძლივს მივიდა დამოუკიდებლად მანქანამდე” – თქვა ტრამპმა და დაამატა: ჩვენ როგორც სპორტსმენები ვართ. მათ ხომ აიძულებენ ნარკოტიკებზე ტესტის გავლას. ვფიქრობ, რომ ჩვენც უნდა გავესინჯოთ დებატების წინ.
შემაჯამებელი ბოლო დებატები 19 ოქტომბერს ლას-ვეგასში ჩატარდება.

აშშ-ში საპრეზიდენტო არჩევნები 8 ნოემბერს არის დანიშნული.

banner
წინა სტატიაშიკრემლი: რუსეთი აშშ-ს კიბერშეტევაზე განცხადების შემდეგ ზომებს მიიღებს
შემდეგი სტატიასამაგალითოდ დასჯილი “თავისუფალი დემოკრატებისა” და შესაწირი “რესპუბლიკელების” სახით