კონსტანტინ ზატულინი არჩევნებში სააკაშვილის პარტიის გამარჯვების შემთხვევაში საფრთხეს ხედავს

კონსტანტინ ზატულინი არჩევნებში სააკაშვილის პარტიის გამარჯვების შემთხვევაში საფრთხეს ხედავს

12,,რუსეთ-აფხაზეთის ურთიერთობა გამაგრებულია 2008 წელს რუსეთის მიერ აფხაზეთის დამოუკიდებლობის აღიარებით” -აცხადებს რუსეთის დუმის დეპუტატი კონსტანტინ ზატულინი.  მისი თქმით, რუსეთ-აფხაზეთის ურთიერთობა გამაგრებულია იმ თანამშრომლობით, რომელსაც რუსეთი აფხაზეთს უწევს, მათ შორის ეკონომიკური კუთხით და გარანტიებით, რომელიც რუსეთმა აფხაზეთის უსაფრთხოებისათვის საკუთარ თავზე აიღო. “დღეს აფხაზეთი დაცულია და მასზე თავდასხმა, ან რაიმე სახის პროვოკაცია, რუსეთის მიერ განხილულ იქნება როგორც რუსეთზე თავდასხმა, ყველამ, ვისაც მსგავსი სურვილი აქვს, ეს ფაქტი უნდა გაითვალისწინოს” – ამბობს რუსი დეპუტატი, რომელიც ასევე აღნიშნავს, რომ საქართველოს ოქტომბრის არჩევნებს დიდი მნიშვნელობა აქვს, რადგანაც “თუკი სააკაშვილის მომხრეები გაიმარჯვებენ, რევანშისტების რეციდივების ალბათობა გაიზრდება”.

banner
წინა სტატიაშიირაკლი ალასანიას რა მოთხოვნას არ დაეთანხმა ბიძინა ივანიშვილი
შემდეგი სტატია(video) კახი კალაძეს ჩვენ აუცილებლად დავხვდებით პარლამენტში