(video) კახი კალაძეს ჩვენ აუცილებლად დავხვდებით პარლამენტში

თვითონაც იციან სად არის პარლამენტი და დავიბაროთ თბილისში–ლევან ბერძენიშვილი

იმაზე დაყრდნობით რაც გვაქვს ,შემიძლია ვთქვა, რომ როდსაც ,,ქართული ოცნება“ შევა პარლამენტში, ჩვენ აუცილებლად იქ დავხვდებით. ვიცით რომ ,,რესპუბლიკელები“ ვიქნებით პარლამენტში,-განაცხადა გადაცემა ,,პრიორიტეტში“ ,,რესპუბლიკური პარტიის“ ერთ-ერთმა ლიდერმა ლევან ბერძენიშვილმა.

ბერძენიშვილის თქმით, კახა კალაძეს მოუწევს ბოდიში მოიხადოს იმაზე, რომ ,,რესპუბლიკელებს” 0,3 პროცენტიანი პარტია უწოდა . ბერძენიშვილის თქმით, ის დიდი ფეხბურთელი იყო ,მაგრამ პოლიტიკოსად ვერ შედგა.

,, ჩვენც გვკითხონ რამდენ პროცეტიანი პოლიტიკოსია კალაძე -0%. კიდევ ერთხელ ვამბობ, რომ კალაძე დიდი ფეხბურთელი იყო , მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ დიდი პოლიტიკოსი გახდა. ეს დიდი ფეხბურთელი მაინც იყო და არ მინდა წარმოვიდგინო რა მოუვა ყაველაშვილს, რომელიც დიდი ფეხბურთელიც არ იყო. ფეხბურთელები, რომლებიც შევლენ პარლამენტში დარჩებიან ხელმოცარულ პოლიტიკოსებად,“-განაცხადა ლევან ბერძენიშვილმა.

https://youtu.be/K-f5ObNuMDk

banner
წინა სტატიაშიკონსტანტინ ზატულინი არჩევნებში სააკაშვილის პარტიის გამარჯვების შემთხვევაში საფრთხეს ხედავს
შემდეგი სტატია(video) დედა მოვტ***“ – ხელჩართული ჩხუბი “პრიორიტეტის ეთერში “