კომპანია, რომელსაც გააჩნია 50 მილიონიანი ვალი, ფინანსური თვალსაზრისით არ შეიძლება იყოს მიმზიდველი

კომპანია, რომელსაც გააჩნია 50 მილიონიანი ვალი, ფინანსური თვალსაზრისით არ შეიძლება იყოს მიმზიდველი

 კომპანია, რომელსაც გააჩნია 50 მილიონიანი ვალი, ფინანსური თვალსაზრისით არ შეიძლება იყოს მიმზიდველიტელეკომპოანია “მაესტროს” გენერალური დირექტორი ბაია გადაბაძე განცხადებას აკეთებს, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ:

“ტელეკომპანია მაესტროს მეწილეების ნაწილი, რომლებიც წლების განმავლობაში იყვნენ ჩვენი სარედაქციო დამოუკიდებლობის გარანტორები, დღეს აღმოჩნდნენ უმცირესობაში. ეს ვითარება გამოიწვია პარტნიორების ერთი ნაწილის მიერ წილების გასხვისებამ, რომლის რეალური მყიდველი გახდა ტელეკომოანია იმედის არაოფიციალური მმართველი ირაკლი რუხაძე. რამდენიმე მილიონად გაიყიდა გაკოტრებული კომპანიის წილი, რაც ბუნებრივია არანაირ ბიზნეს-ლოგიკაში არ ჯდება. კომპანია, რომელსაც გააჩნია 50 მილიონიანი ვალი, ფინანსური თვალსაზრისით არ შეიძლება იყოს მიმზიდველი. ერთადერთი მიმზიდველობა, რაც შეიძლება ჰქონდეს ტელეკომპანია მაესტროს – ეს არის მისი პოლიტიკური მიმზიდველობა, რაც ეფექტიანი მენეჯმენტის და სარედაქციო დამოუკიდებლობის წყალობით მას გამოარჩევს ქართულ ტელებაზარზე. მე თითქმის 3 წელია მაესტროს დირექტორი ვარ,თუმცა გაცილებით დიდი ხანია, რაც ამ არხზე ვმუშაობ. ჩვენ ყველას ყოველთვის გვაერთიანებდა საერთო ღირებულებები და ადამიანები, რომლებიც ამ ღირებულების ერთგულები იყვნენ. დღეს კი ვითარება იმგვარია, რომ ზოგიერთისთვის ღირებულებებს ჰქონია სრულიად კონკრეტული ფასი. წილის გამყიდველების – ბატონების ებრალიძის და ჩიკვაიძის 1 % წილი არის მინუს 460 ათასი ლარი. მათ არც შემოქმედებით და არც ფინანსურ ნაწილში არასოდეს არანაირი მონაწილეობა არ მიუღიათ, ფინანსურად მხოლოდ ერთი დამფუძნებელი იღებდა მონაწილეობას ეს იყო მაკა ასათიანი. ისინი ხელფასს იღებდნენ წლების განმავლობაში, მაშინ, როდესაც სრულიად გაურკვეველი იყო მათი სამსახურეობრივი პოზიციები და ფუნქციები. 3 წელია მაესტროს დირექტორი ვარ და 3 ჯერ არ მინახავს გიორგი ებრალიძე და არც თავისი უკმაყოფილების შესახებ გამოუთქვამს აზრი. ის ამბობს, რომ მის სახელს არ უნდა უკავშირდებოდეს დღევანდელი მაესტრო. და ეს ასეც არის. მის სახელს მართლაც არ უკავშირდება არაფერი ამ ტელევიზიაში რომელშიც ჩემი მენეჯმენტის ქვეშ ჩაიდო რამდენიმე მილიონიანი ინვესტიცია, განახლდა ტელევიზიის შეფუთვა, სატელევიზო სტუდიები, შეიქმნა ახალი გადაცემები და ფორმატები. განვითარებული პროცესების ლოგიკური შედეგი შესაძლებელია იყოს არხის სარედაქციო დამოუკიდებლობის დაკარგვა, რის გამოც მე არ ვაპირებ ტელეკომპანია მაესტროში მუშაობის გაგრძელებას პარტნიორების ახალი კონფიგურაციის პირობებში.” განაცხადა ბაია გადაბაძემ.

banner
წინა სტატიაშიიუსტიციის უმაღლესი საბჭო მოკვლევას აწარმოებს
შემდეგი სტატია(video) მიუნხენში მიგრანტების ჯგუფი პენსიონერებს დაესხნენ თავს, რომლებიც ცდილობდნენ გოგონას დაცვას