იუსტიციის უმაღლესი საბჭო მოკვლევას აწარმოებს

museridzeმოსამართლეთა საკვალიფიკაციო გამოცდების ტესტების წინასწარ გამჟღავნებისა და ასევე სხვა საკითხებზე იუსტიციის უმაღლესი საბჭო მოკვლევას აწარმოებს.. ასე გამოეხმაურა იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივანი ლევან მურუსიძე თბილისის საქალაქო სასამართლოს თავმჯდომარის, მამუკა ახვლედიანის განცხადებას. ახვლედიანის ინფორმაციით, მოსამართლეობის საკვალიფიკაციო გამოცდაზე ტესტები წინასწარ იყო გამჟღავნებული. როგორც ლევან მურუსიძემ განაცხადა მოკვლევას ის პირადად აწარმოებს 2014 წლის ნოემბრიდან, თუმცა განცხადება ამის შესახებ იმიტომ არ გააკეთა, რომ ჯერ საკმარისი მტკიცებულებები არ აქვს. მურუსიძე იუსტიციის საბჭოში არც კორუფციის ფაქტების შესაძლო არსებობას გამორიცხავს.

“დღევანდელ ე.წ. სკანდალურ განცხადებას რაც შეეხება, ამ თემაზე მოკვლევას საბჭო აწარმოებდა, მე თავად ვარ საქმის კურსში, უბრალოდ არ მინდოდა ეს ყველაფერი დროზე ადრე გამომჟღავნებულიყო. მაგრამ არის კიდევ სხვა თემები, გარდა გამოცდის თემებისა, რომელიც არის ძალიან საინტერესო, რა ხდება რეალურად სასამართლო კორპუსში, რაზეც მე ვმუშაობ. უბრალოდ არ მინდოდა ეს დროზე ადრე მომხდარიყო. მოკვლევის შედეგებს უნდა დაველოდოთ“ – განაცხადა ლევან მურურსიძემ

banner
წინა სტატიაშიბელგიამ პირველმა ევროკავშრიდან ერაყელი მიგრანტები ბაღდადში გადაიყვანა
შემდეგი სტატიაკომპანია, რომელსაც გააჩნია 50 მილიონიანი ვალი, ფინანსური თვალსაზრისით არ შეიძლება იყოს მიმზიდველი