კოლომოისკი: სააკაშვილს სახეს დავულეწავ… ვცემ როგორც ძაღლს…

ცნობილი უკრაინელი ოლიგარქი და დნეპროპეტროვსკის ყოფილი გუბერნატორი იგორ კოლომოისკის, ოდესის გუბერნატორ მიხეილ სააკაშვილს სახის დალეწვით დაემუქრა…

,,თუ ოდესმე სააკაშვილი დავიჭირე… გეუბნებით… რომ მე მაგას სახეს დავულეწავ. როგორც კი ის თავის პოსტს დატოვებს, მე ვცემ მას, როგორც ძაღლს,, განაცხადა გამოცემა  Politico-სთან კოლომოისკიმ.

გამოცემასთან საუბარში კოლომოისკიმ გაიხსენა, რომ ის ექსპრეზიდენტ სააკაშვილს საპრეზიდენტო არჩევნებში ფულით ეხმარებოდა…  და რომ მათ შორის გარკვეული პერიოდი თბილი ურთიერთობები იყო….

,,ის გვაყრიდა ქება-დიდებას და ქართულ სადღეგრძელოებს…  გვიყვებოდა თუ როგორი შესანიშნავები ვიყავით… მაგრამ დნეპროპეტროვსკში ვიზიტის შემდეგ ყველაფერი შეიცვალა… ის პირდაპირ პოროშენკოსთან გავარდა, რომ პალიცას (ოდესის ყოფილი გუბერნატორი რედ.) სამსახურის შესახებ ეკითხა,, იხსენებს კოლომოისკი ისე, რომ არ აზუსტებს სახელდობრ რა გახდა მასსა და სააკაშვილს შორის დაპირისპირების ძირითადი მიზეზი.

www.timer.ge

banner
წინა სტატიაშიკენიაში მუსლიმებმა ქრისტიანები ისლამისტებისგან დაიცვეს
შემდეგი სტატიამორიგი გატაცების ფაქტი ოკუპირებული ტერიტორიიდან