კენიაში მუსლიმებმა ქრისტიანები ისლამისტებისგან დაიცვეს

კენიაში მუსლიმებმა ქრისტიანები ისლამისტებისგან დაიცვეს

კენიაში მუსლიმებმა ქრისტიანები ისლამისტებისგან დაიცვესკენიელი მუსლიმების ჯგუფმა თავიანთი თანამემამულე-ქრისტიანები ისლამისტების ავტობუსზე თავდასხმისას დაიცვეს.
ავტობუსი, რომელიც ნაირობიდან ქალაქ მანდერუსი მიდიოდა, სომალის საზღვარზე შეიარაღებულმა ბოევიკებმა გააჩერეს. როგორც თვითმხილველები ამბობენ, როცა ბოევიკებმა მოითხოვეს ავტობუსის მგზავრების ქრისტიანებად და მუსლიმებად დაყოფა, მუსლიმებმა უარი განაცხადეს ბრძანების შესრულებაზე.
თავდასხმის შედეგად ორი ადამიანი დაიღუპა. ერთ-ერთი იყო მგზავრი, რომელიც ბოევიკებისგან გაქცევას ცდილობდა.
მანდერის მთავრობის განცხადებით, მუსლიმებმა ამით აჩვენეს, რომ ბოევიკებს ან შეეძლოთ ყველას გაშვება, ან ყველას დახოცვა.
სავარაუდოდ, ავტობუსს “აშ-შაბაბის” ბოევიკები დაესხნენ.

banner
წინა სტატიაში2008 წელი-კოდორის ხეობის აღების შემდეგ(foto)
შემდეგი სტატიაკოლომოისკი: სააკაშვილს სახეს დავულეწავ… ვცემ როგორც ძაღლს…