კოკოითი პუტინის მრჩევლის წინააღმდეგ

ე.წ. სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკის პრეზიდენტი ედუარდ კოკოითი რუსეთის პრეზიდენტის აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის საკითხებთან მრჩევლის ვლადისლავ სურკინის წინააღმდეგ გამოდის და მას ახსენებს, რომ ისინი საკუთარ სახლში არიან და სურკოვი მორჩეს მათთან ისე ურთიერთობას, თითქოს ის იყოს მასპინძელი: “ჩვენ რუსეთს და პუტინს ვუჭერთ მხარს. და ისეთ არამზადებს, როგორიც სუკოვია, უფლებას არ მივცემთ პუტინს ფეხი დაუდოს, განსაკუთრებით სამხრეთ ოსეთში. საკუთარ სახლში ჩვენ თვითონ ვართ მასპინძლები. სურკოვი და მისნაირები კი თვლიან, რომ ჩვენ აქ ნაქირავებ ოთახში ვართ და ისინი არიან მასპინძლები. ისინი აქ ჩამოდიან და მითითებებს იძლევიან, იმაზე რომ ეს ან ის უნდა დაუშვან არჩევნებზე თუ არა” – თქვა კოკოითმა მოსახლეობასთან ერთ-ერთ შეხვედრაზე.

https://youtu.be/_xU_TPg8rVs

 

banner
წინა სტატიაშინარკომანი აფხაზი დე-ფაქტო დეპუტატი პარლამენტიდან დაითხოვეს
შემდეგი სტატიაკოკოითი პრეზიდენტობის კანდიდატად ვერ რეგისტრირდება