ნარკომანი აფხაზი დე-ფაქტო დეპუტატი პარლამენტიდან დაითხოვეს

აფხაზეთის თვითგამოცხადებული რესპუბლიკის ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ პარლამენტის დეპუტატის, თენგიზ აგრბას რეგისტაციის ანულირება მოახდინა, როგორც მედია წერს, “საკუთარ განცხადებაზე დაყრდნობით”.
რამდენიმე ხნის წინ აგრბა დიდი სკანდალის ქვეშ მოექცა – ის 2016 წლის დეკემბარში სანკტ-პეტერბურგში ნარკოტიკებით დააკავეს. დიპლომატიური პასპორტის გამო, აგრბა რუსეთში სისხლის სამართლებრივ დევნას გაექცა. თვითონ თენგიზ აგრბა ამბობს, რომ ნარკოტიკებთან დაკავშირებით ინფორმაცია გამოგონილია.
დე-ფაქტო ყოფილი დეპუტატი ცნობილია როგორც პარტია “აინარის” მომხრე. ის ყურადღების ქვეშ ხშირად ექცეოდა თავისი ანტირუსული ლოზუნგებითა და გამოსვლების გამო.

banner
წინა სტატიაშითორნიკე აბლოთიას გატაცების ფაქტი არ დასტურდება
შემდეგი სტატიაკოკოითი პუტინის მრჩევლის წინააღმდეგ