კოკა გეგეჭკორი – პატიმრი ნომერი 94A7438, 21-წლიანი პატიმრობის შემდეგ, თავისუფალია

კოკა გეგეჭკორი – პატიმრი ნომერი 9"კოკამ გაარკვია, სავარაუდოდ, ვის შეიძლებოდა, ჩაედინა მკვლელობა და ეს აღარ თქვა" - "სინგ-სინგ"-ის ქართველი ტუსაღი გათავისუფლებულია4A7438, 21-წლიანი პატიმრობის შემდეგ, თავისუფალია


ქართველი არქიტექტორი კოკა გეგეჭკორი 1994 წლის 11 იანვარს, ამერიკაში დააპატიმრეს და ბრალი მე-2 ხარისხის მკვლელობაში დასდეს. პატიმრობის მინიმალურ ვადად განესაზღვრა 23 წელი, პატიმრობის მაქსიმალურ ვადად – სამუდამო.

კოკა გეგეჭკორი, სასჯელს ციხე”სინგ-სინგ”-ში იხდიდა, 21-წლიანი პატიმრობის შემდეგ გაათავისუფლეს, – ამის შესახებ ინფორმაცია მისმა ოჯახის წევრებმა სოციალურ ქსელში გაავრცელეს. გეგეჭკორის მეგობრებმა ბევრი იბრძოლეს, რომ მისი უდანაშაულობა დაემტკიცებინათ, რადგან ყველა ბოლომდე დარწმუნებული იყო, რომ კოკა გეგეჭკორს მკვლელობა არ ჩაუდენია. მათი თქმით, არანაირი პირდაპირი მტკიცებულება, რაც გეგეჭკორის დანაშაულს დაამტკიცებდა, არ არსებობდა. წლების განმავლობაში მისი გათავისუფლებისა და საქართველოში დაბრუნების თხოვნით უამრავი ხელმოწერა შეგროვდა, თუმცა უშედეგოდ.

koka333რეჟისორმა დავით კანდელაკმა კოკა გეგეჭკორის შესახებ ფილმი “ამერიკა ერთ ოთახში” გადაიღო. ფილმის პრემიერა 2007 წელს შედგა.
2008 წელს დავით კანდელაკი ჟურნალ “ცხელ შოკოლადთან” ყვებოდა:

– ფილმში კრიმინალურ გამოძიებას შეგნებულად მოვერიდე. ძირითადად, ამბავი გასაგებია. მეც მეტი არაფერი ვიცი. კოკამ გაარკვია, სავარაუდოდ, ვის შეიძლებოდა, ჩაედინა მკვლელობა და ეს აღარ თქვა, გაჩუმდა. ზუსტად არც ჩემთვის უთქვამს. ამ ისტორიას შეგნებულად არ შევეხე, იმიტომ, რომ ყველაფერს მტკიცებულებები სჭირდება. პირველ სასამართლოზე კარგი ადვოკატი რომ ჰყოლოდა, არანაირი პრობლემა არ იქნებოდა. რეალური მტკიცებულება არ არსებობს, რომ დანაშაული მისი ჩადენილია. როგორც ამბობენ, არსებობს პირამიდის სისტემა, რომელიც საქმის განხილვებისას მოქმედებს. ამოტრიალებული პირამიდის სქემის მიხედვით პირველ პროცესზე ყველაზე დიდი შანსი გაქვს, მაგრამ რაც უფრო ქვევით ჩადიხარ, შანსები მცირდება. მეორე პროცესზე გარდა იმისა, რომ სასამართლო გაგამართლებს, მას წინა სასამართლოს შემადგენლობის დისკრედიტაცია უწევს. როგორც წესი, ამის გაკეთებას ერიდებიან.

კოკასთან ერთად ერთი პუერტო რიკოელი კაცი მუშაობდა. რომელიც მოწმედ გამოიყენა ბრალდების მხარემ. კოკასთვის უთქვამს ერთხელ, რომ ნასამართლევი იყო, აქედან გამომდინარე. შეიძლებოდა ზეწოლის ქვეშაც ყოფილიყო. სასამართლოში კი

ამაზე არაფერი თქმულა. ეს ისეთი მიზეზია, რის გამოც საქმე შეიძლება დაიშალოს – ტყუილია ნათქვამი. მეც ვცდილობდი ამ მოწმის კვალისთვის მიმეგნო, ინტერნეტში ნასამართლევ ხალხში არსად აღმოჩნდა – ძნელია თივის ზვინში ნემსის პოვნა. (წყარო)

თამარმა-კოკას მეუღლემ, რომელიც ფილმში ვიზუალურად არ ჩან, თუმცა მასზე არცთუ ცოტა საუბრობენ, როგორც ამბობენ, კოკას გადასარჩენად სასამართლოზე მოიტყუა, სამწუხაროდ, პირიქით გამოვიდა ყველაფერი, რადგან ვერ დაამტკიცა, რომ მკვლელობისას კოკასთან ერთად იყო. ფილმიდან ჩანს, რომ მომხდარის შემდეგ სამუდამოდ, გაქრა არამარტო კოკას, არამედ საახლობლოს ცხოვრებიდანაც.

“კვირის პალიტრა”
banner
წინა სტატიაში“ნაციონალურმა მოძრაობამ” წყალტუბოში მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი წარადგინა
შემდეგი სტატია“თავისუფალი დემოკრატების” გორის მაჟორიტარობის კანდიდატმა შესაძლოა, არჩევნებში მონაწილეობა არ მიიღოს და პარტია დატოვოს