ნარკოდანაშაულთან დაკავშირებით შსს-ს წინააღმდეგ გამოთქმელი ბრალდებების შეფასებისას, თბილისის მერი აცხადებს, რომ ყველა დამნაშავე იქნება დასჯილი ვინც არ უნდა იყოს ის:
“ყველა დამნაშავე იქნება დასჯილი ვინც არ უნდა იყოს, ეს იქნება პოლიციელის ძმა, ბიძაშვილი თუ ვინმეს ბიცოლა. კანონი არის უზენაესი და ყველასთვის ერთია. არაერთი მაგალითი შეგვიძლია მოვიყვანოთ, რომ ჩვენ განსხვავებული მიდგომა არ გვახასიათებს, შესაბამისად, ვინც კანონს დაარღვევს, შესაბამისი სამსახურები ყველაფერს გააკეთებენ, რომ მათ პასუხი აგონ”, – განაცხადა კახა კალაძემ.