კახი კალაძე: უახლოეს მომავალში საქართველო იმ დიდი ოჯახის წევრი გახდება, რასაც ევროპა ჰქვია

საქართველოს ვიცე-პრემიერის კახი კალაძის განცხადებით, ვიზალიბერალიზაციის პროცესს ვერანაირი გარე ძალა ვერ შეაჩერებს.

“გადაწყვეტილებას ველოდებით. ვიცით, რომ გერმანია არის წინააღმდეგი, თუმცა ვფიქრობთ, რომ საქართველომ აბსოლუტურად ყველაფერი შეასრულა, ის წინაპირობები რაც იყო, ყველა რეფორმა იქნა განხორციელებული და მე დარწმუნებული ვარ ამ პროცესს ვერანაირი გარე ძალა ვერ შეაჩერებს”,- აღნიშნა კალაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას.

მისივე თქმით, უახლოეს მომავალში საქართველოს მოქალაქეები ევროპაში უვიზოდ გადაადგილებას შეძლებენ.

„ჩვენ უახლოეს მომავალში შევძლებთ იმას, რომ საქართველოს მოქალაქეები უვიზოდ გადაადგილდებიან ევროპულ ქვეყნებში და მეტიც. შევძლებთ, უახლოეს მომავალში საქართველო გახდეს იმ დიდი ოჯახის წევრი, რასაც ევროპა ჰქვია”, – განაცხადა კახი კალაძემ.

banner
წინა სტატიაშისაკონსტიტუციო სასამართლო განცხადებას ავრცელებს
შემდეგი სტატიაგიორგი ალიბეგაშილი: ალეკო ელისაშვილი ბოლო დროს, შეეჩვია ცრუ ბრალდებებსა და შეურაცხყოფებს