გიორგი ალიბეგაშილი: ალეკო ელისაშვილი ბოლო დროს, შეეჩვია ცრუ ბრალდებებსა და შეურაცხყოფებს

საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი ალიბეგაშვილი დეპუტატებს შეახსენებს, რომ ისინი არიან ხალხის მიერ არჩეულები და სხვა ვალდებულებები გააჩნიათ.

ამასთან დაკავშირებით, ალიბეგაშვილმა საკრებულოს სხდომაზე განაცხადა.

“ალეკო ელისაშვილი ბოლო დროს, შეეჩვია ცრუ ბრალდებებსა და შეურაცხყოფებს, რომელიც ჩვენთვის არის მიუღებელი. მოვუწოდებ მას, რომ ღირსეულად მოიქცეს. ასეთი რამ არ უნდა იქნას დაშვებული. ასეთი ფაქტების მიმართ, ყოვლად მიუღებელი დამოკიდებულება მაქვს”- განაცხადა ალიბეგაშვილმა.

თბილისის საკრებულოში, გუშინ, საკრებულოს დამოუკიდებელ დეპუტატი ალეკო ელისაშვილი და თბილისის მერიის არქიტექტურის სამსახურის უფროსი დიმიტრი მოსულიშვილი ერთმანეთს დაუპირისპირდნენ.

იქამდე, ცნობილი გახდა, რომ თბილისის არქიტექტურის სამსახურის უფროსი დიმიტრი მოსულიშვილი საკრებულოს დამოუკიდებელ დეპუტატს ალეკო ელისაშვილს უჩივლებს.

მისი თქმით, გუშინ 8 ივნისს ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის გადაცემა „სხვა შუადღის“ ეთერში სტუმრად მყოფმა საკრებულოს წევრმა ალეკო ელისაშვილმა ყოველგვარი დასაბუთების გარეშე მისი და არქიტექტურის სამსახურის თანამშრომლების მისამართით გამოიყენა შეურაცხმყოფელი გამონათქვამები.

banner
წინა სტატიაშიკახი კალაძე: უახლოეს მომავალში საქართველო იმ დიდი ოჯახის წევრი გახდება, რასაც ევროპა ჰქვია
შემდეგი სტატიაგიორგი კვირიკაშვილი ანგელა მერკელს შეხვდება