კახეთში “რთველი -2017” დასრულდა

კახეთში ,,რთველი -2017,, დასრულდა. თელავში მდებარე რთველის საკოორდინაციო შტაბმა დღეს მუშაობა შეწყვიტა. საკოორდინაციო შტაბის ხელმძღვანელის გიორგი სამანიშვილის თქმით, ყურძნის მოსავალის დაბინავება, მიმდინარე რთველის პერიოდში გართულებების გარეშე წარიმართა.

მიუხედავად იმისა, რომ წელს სუბსიდირება არ განხორცილებულა, კერძო და სახელმწიფო ღვინის კომპანიებმა 125 ათასი ტონა ყურძენი შეისყიდეს. მთლიანად რეგიონში 150 ათასმა გლეხმა ჩააბარა ყურძენი, რამაც ჯამში 148 მილიონი ლარი შეადგინა. “რთველი -2017 “-ის საკოორდინაციო შტაბი კახეთში 24 აგვისტოდან ფუნქციონირებდა.

banner
წინა სტატიაშიაზერბაიჯანის ელჩი სოფელ ყიზილაჯლოში დაჭრილების მოსანახულებლად მივიდა
შემდეგი სტატიათაღლითობისთვის ბრალდებულს 7 წლით თავისუფლების აღკვეთა განესაზღვრა