აზერბაიჯანის ელჩი სოფელ ყიზილაჯლოში დაჭრილების მოსანახულებლად მივიდა

სოფელ ყიზილაჯლოში “ქართული ოცნების” საარჩევნო შტაბთან გუშინ მომხდარი შემთხვევის დროს დაჭრილების მოსანახულებლად “ჯეო ჰოსპიტალსში” საქართველოში აზერბაიჯანის ელჩი აზერ ჰუსეინი მივიდა.

ელჩი კლინიკაში რამდენიმე წუთის წინ მივიდა და შესვლამდე დაჭრილების ახლობლებს გაესაუბრა.
ელჩმა განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით ჟურნალისტებთან კომენტარის გაკეთება არ ისურვა.

ყიზილაჯლოში „ქართული ოცნების“ საარჩევნო შტაბთან გუშინ დაპირისპირება მოხდა.

საარჩევნო შტაბის მიმდებარე ტერიტორიაზე, დაუდგენელმა პირმა ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით 4 პირი დაჭრა.
დაჭრილები სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადამ საავადმყოფოში გადაიყვანა. მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით შინაგან საქმეთა სამინისტროში გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლით დაიწყო, რაც ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებას გულისხმობს.

banner
წინა სტატიაშიBjörk-ის კონცერტის ბილეთების თითქმის 80% გაყიდულია
შემდეგი სტატიაკახეთში “რთველი -2017” დასრულდა