კახეთში ავტოავარიას ერთი ადამიანი ემსხვერპლა

სამხედრო მოსამსახურემ 5 წლის ბავშვი გააუპატიურა

საგარეჯოში მსუბუქი ავტომობილის მძღოლმა, რომელიც სავარაუდოდ გადაჭარბებული სიჩქარით მოძრაობდა, საჭე ვერ დაიმორჩილა და ჯერ ბორდიურს, შემდეგ კი ქალს შეეჯახა. შეჯახების შედეგად 50-წლამდე ქალი ადგილზე გარდაიცვალა. სამმა მგზავრმა კი სხეულის სხვადასხვა დაზიანება მიიღო.

შსს-ის ინფორმაციით, გამოძიება 276-ე მუხლის მეხუთე ნაწილით აღიძრა, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.

banner
წინა სტატიაშიპარლამენტში “მაუწყებლობის შესახებ“ კანონში ცვლილებების განხილვა გადაიდო
შემდეგი სტატიაადვოკატის განცხადებით, შესაძლოა, აფგან მუხტარლის მეუღლისა და ახლობლის მიმართ ახალი დანაშაული მზადდებოდეს