ადვოკატის განცხადებით, შესაძლოა, აფგან მუხტარლის მეუღლისა და ახლობლის მიმართ ახალი დანაშაული მზადდებოდეს

აზერბაიჯანელი ჟურნალისტის, აფგან მუხტარლის მეუღლისა და საქართველოში მყოფი აზერბაიჯანელი აქტივისტის, დაშგან აღალარლის მიმართ შესაძლოა, ახალი დანაშაული მზადდებოდეს, – ამის თქმის საშუალებას იურისტს, არჩილ ჩოფიკაშვილს თვალთვალის ის ფაქტები აძლევს, რომელთან დაკავშირებითაც იურისტმა შესაბამის უწყებებში, აგვისტოს დასაწყისში, უკვე წარადგინა ფოტო და ვიდეომასალა.

ადვოკატის თქმით, ამ დრომდე, პროკურატურის მხრიდან რეაგირება არ მომხდარა. დღემდე ლეილა მუსტაფაევასა და მის ადვოკატს, გამოძიების ინტერესებიდან გამომდინარე, მასალა არ გაუსაჯაროვებიათ, დღეს კი მათ ვიდეო-ფოტო მასალის სრულად გასაჯაროების გადაწყვეტილება მიიღეს, რადგან მათი განცხადებით, პროკურატურამ ამ დრომდე ლეილა მუსტაფაევა მხოლოდ ერთხელ გამოკითხა.

იურისტი არ გამორიცხავს, რომ ახალი დანაშაული მზადდებოდეს აფგან მუხტარლის მეუღლისა და ახლობლის მიმართ, რადგან ზუსტად ასეთივე თვალთვალს ჰქონდა ადგილი აზერბაიჯანელი ჟურნალისტის მიმართ, ვიდრე ის თბილისიდან აზერბაიჯანში აღმოჩნდებოდა.

banner
წინა სტატიაშიკახეთში ავტოავარიას ერთი ადამიანი ემსხვერპლა
შემდეგი სტატია“ენმ” აქციისთვის ემზადება – “ქართუ ბანკის” ოფისთან პოლიციაა მობილიზებული