კახა მიქაია: “ბიძინა ივანიშვილის გარეშე კოალიცია არჩევნებს ვერ მოიგებს”

ვინც დაიჯერებს, რომ სამეგრელოში საზოგადოების განწყობა ევრაზიული კავშირისკენაა მიმართული, ან ბრიყვია ან პროვიკატორი!

"ქართულ ოცნებაში" კვალიფიციური სპიკერების დეფიციტია–კახა მიქაია განცხადებას ავრცელებს

ბიძინა ივანიშვილის გარეშე კოალიცია არჩევნებს ვერ მოიგებს. იქ ბევრი მეგობარი მყავს, ყველას პატივს ვცემ, ვიცნობ, ერთად გვიბრძოლია, მაგრამ ივანიშვილის გარეშე ვერანაირ შედეგს ვერ დადებენ, თავი არ უნდა მოვიტყუოთ“- აცხადებს “დაიცავი საქართველოს” ლიდერი კახა მიაქაია. მისივე განცხადებით ამ არჩევნებს პერსონალურად ივანიშვილი მოიგებს, თუმცა რაღაც წვლილი კოალიციის პარტიებსაც ექნებათ, თან ახლა არც ნაციონალების დაბრუნების პრობლემა დგას, ეს სახადი უკვე მოვიხადეთ, მთავარია, რამდენად მაღალი იქნება ხელისუფლების ლეგიტიმაცია და როგორ შეძლებს ,,ოცნება” ქვეყნის დემოკრატიული განვითარების, ევროკავშირის და ნატოს-ს გზაზე საბოოლოოდ გაყვანას

კახა მიქაია დარწმუნებულია , რომ  საგარეო ვექტორს არანაირი საფრთხე არ ემუქრება  

“საქართველო ევროპის ნაწილი გახდება! ამ რელსებიდან ვერავინ გადაგვიყვანს, მითუმეტეს, ,, ოცნებას” სერიოზული გადაცდომები არ აქვს.შესაძლოა, საგარეო ვექტორის შეცვლის შესახებ რაღაც განცხადებები ისმის, მაგრამ არასოდეს არაფერი შეიცვლება. არც ის დაიჯეროთ, რომ სამეგრელოს რუსეთთან უნდა ყოფნა. ზვიად გამსახურდია და ეროვნული მოძრაობა , რომელიც ყველაზე ძლიერი იყო ჩვენთან, პირდაპირ ევროპისკენ იყო მიმართული და ხალხი დღემდე ამ სურვილით მოდის. ვინც დაიჯერებს, რომ სამეგრელოში საზოგადოების განწყობა ევრაზიული კავშირისკენაა მიმართული, ან ბრიყვია, ან პროვოკატორი!”-აცხადებს ” დაიცავი საქართველოს “ლიდერი კახა მიქაია

 

banner
წინა სტატიაშითბილისში პატრულს თავს დაესხნენ- შსს ეჭვმიტანილს ამ დრომდე ეძებს
შემდეგი სტატიავიზალიბერალიზააციის თემაზე დაგეგმილი იანოშ ჰერმანის ხვალინდელი პრესკონფერენცია გადაიდო