ვიზალიბერალიზააციის თემაზე დაგეგმილი იანოშ ჰერმანის ხვალინდელი პრესკონფერენცია გადაიდო

საქართველოში ევროკავშირის ელჩის იანოშ ჰერმანის ხვალინდელი პრესკონფერენცია გადაიდო, რომელიც საქართველოს მიერ “სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციის სამოქმედო გეგმის” შესრულების შესახებ საბოლოო ანგარიშის გამოქვეყნებას უნდა მიძღვნოდა, – ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობა ავრცელებს, სადაც პრესკონფერენციის გადადების მიზეზებსა და სხვა დეტალებზე საუბარი არ არის.
“მედიის წარმომადგენლებს ვატყობინებთ, რომ საქართველოში ევროკავშირის ელჩის, იანოშ ჰერმანის 15 დეკემბრის პრესკონფერენცია, რომელიც ეძღვნებოდა საქართველოს მიერ ,,სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციის სამოქმედო გეგმის” შესრულების შესახებ საბოლოო ანგარიშის გამოქვეყნებას, გადაიდო. პრესკონფერენციის ახალ თარიღს შეგატყობინებთ”, – ნათქვამია განცხადებაში.
გავრცელებული ინფორმაციით, საქართველოსთვის და უკრაინისთვის ვიზალიბერალიზაციის საკითხზე მომზადებული ანგარიშის გამოქვეყნება შესაძლოა რამდენიმე დღით გადაიდოს. თუმცა აღნიშნულ ინფორმაციას ევროკომისია არ ადასტურებს. როგორც “ევრონიუსი” იტყობინება, ამის შესახებ ევროკომისიის ოფიციალურმა წარმომადგენელმა, მარგარიტის სხინასმა განაცხადა.

banner
წინა სტატიაშიკახა მიქაია: “ბიძინა ივანიშვილის გარეშე კოალიცია არჩევნებს ვერ მოიგებს”
შემდეგი სტატიადიმიტრი ქუმსიშვილმა ახალი გუდაურის განვითარების პროექტი განიხილა