კახა კალაძე: უსაფუძვლოა საუბარი, რომ სუს-ის თანამშრომლები ჩართულები არიან საარჩევნო პროცესში

news
: news იანვარი 28, 2016 19:25

კახა კალაძე: უსაფუძვლოა საუბარი, რომ სუს-ის თანამშრომლები ჩართულები არიან საარჩევნო პროცესში

ნაციონალური მოძრაობის ბრალდებებს, იმასთან დაკავშირებთ, რომ გარდაბანში, უბნის ტერიტორიაზე ნიღბიანი პირები იმყოფებოდნენ, აბსურდულს უწოდებს ვიცეპრემიერი კახა კალაძე. კალაძე დღეს გარდაბანში იმყოფებოდა.

ვიცეპრემიერის განცხადებით, საარჩევნო პროცესი მიმდინარეობს მშვიდ ვითარებაში და პროვოკაციების მოწყობა ოპოზიციას სურს.

„უსაფუძვლოა საუბარი, რომ სუს-ის თანამშრომლები ჩართულები არიან საარჩევნო პროცესში. მემგონი ეს დრო ჩვენ წარსულს ჩავაბარეთ 2012 წელს, როდესაც ნაციონალური მოძრაობა, მიხელ სააკაშვილის სისხლიანი რეჟიმი ამას იყენებდა. ბევრი დრო არ გასულა. კარგად გვახსოვს ყველას, როგორი ზეწოლა იყო განსხვავებული აზრის მქონე ადამიანების მიმართ, ჟურნალისტებზე, ტელევიზიებზე. ეს დრო საქართველოში აღარასდროს არ დაბრუნდება და ის ინფორმაციები, რომ თითქოს სუს-ია ჩარეული, არის ძალიან დიდი სიცრუე,“ – განაცხადა კახა კალაძემ.

 

news
: news იანვარი 28, 2016 19:25

გამოკითხვა

ამჟამად არცერთი გამოკითხვა არ მიმდინარეობს.

Google სტატისტიკა


10,165
ვიზიტორი
დღეში
Powered By Google Analytics