“ჰააგის სისხლის სამართლის საერთაშორისო პროკურორი ყველაფერს გააკეთებს იმისთვის, რომ აგვისტოს ომზე სიმართლე დადგინდეს”

news
ავტ.: news იანვარი 28, 2016 19:18

“ჰააგის სისხლის სამართლის საერთაშორისო პროკურორი ყველაფერს გააკეთებს იმისთვის, რომ აგვისტოს ომზე სიმართლე დადგინდეს”

როგორც იქნა, ერთხელ და სამუდამოდ, ყოველგვარი სპეკულაციების დასრულების შესაძლებლობა ჩნდება ამ გამოძიებით, – ასე ეხმაურება საქართველოს თავდაცვის მინისტრი თინა ხიდაშელი ჰააგის სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს მიერ 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის გარემოებების გამოძიების დაწყებას.

როგორც ხიდაშელი აცხადებს, დიდი მნიშვნელობა აქვს იმას, რომ მანდატის ფარგლებში შესწავლილი იქნება არა მხოლოდ აგვისტოში, არამედ სექტემბერ-ოქტომბერში – აქტიური საომარი მოქმედებების დასრულების შემდეგ მომხდარი ფაქტებიც.

“სამწუხაროდ, ეთნიკური წმენდა, რომელიც ქართველების წინააღმდეგ განხორციელდა “სამხრეთ ოსეთში” იყო, სწორედ, აგვისტოს ომის აქტიური ფაზის დასრულების შემდეგ – როცა ადამიანების სიცოცხლეს პირდაპირი საფრთხე აღარ ემუქრებოდა და ყველაფერი გააკეთა იქ მყოფმა შეიარაღებულმა ძალებმა, რომ გაედევნათ მოსახლეობა “სამხრეთ ოსეთის” ტერიტორიიდან. სოფლებს ბულდოზერებმა გადაურა, სწორედ, იმ მიზნით და იმ მოსაზრებით, რომ ქართველებს დასაბრუნებელი აღარ ჰქონოდათ. ამიტომ, მისასალმებელია და ნამდვილად, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ომის შემდგომი პერიოდი – სექტემბერი და ოქტომბერიც განისაზღვრა მანდატის ფარგლებში. ასევე ძალიან მნიშვნელოვანია ის ფაქტი, რომ როგორც იქნა, ერთხელ და სამუდამოდ, ყოველგვარი სპეკულაციების დასრულების შესაძლებლობა ჩნდება ამ გამოძიებით. დარწმუნებული ვარ, ჰააგის სისხლის სამართლის საერთაშორისო პროკურორი ყველაფერს გააკეთებს იმისთვის, რომ აგვისტოს ომზე სიმართლე დადგინდეს და ეთნიკური წმენდა, ეს განსაკუთრებით მძიმე დანაშაული, რომელიც ქართველების წინააღმდეგ ჩაიდინეს, საერთაშორისო ტრიბუნალის მიერ ერთხელ და სამუდამოდ დადასტურებულად გამოცხადდეს და პასუხისმგებელი პირები დაისაჯონ”,- აცხადებს თინათინ ხიდაშელი.

news
ავტ.: news იანვარი 28, 2016 19:18

გამოკითხვა

ამჟამად არცერთი გამოკითხვა არ მიმდინარეობს.

Google სტატისტიკა


9,285
ვიზიტორი
დღეში
Powered By Google Analytics