კახა კალაძე: ჩვენ არ ვიკადრებთ იმას “ნაციონალურმა მოძრაობამ” და სააკაშვილმა გააკეთეს

“ქართული ოცნების” ერთ-ერთი ლიდერი კახი კალაძე, მმართველი გუნდის მიერ კონსტიტუციაში დაგეგმილ ცვლილებებს ეხმაურება. განცხადებას კალაძე ტელეკომპანია “რუსთავი2”-ის ეთერში აკეთებს. “ქართული ოცნების” გენერალური მდივანი ამბობს, რომ “ქართული ოცნება” “ნაციონალური მოძრაობის” მსგავსად არ აპირებს, კონსტიტუცია საკუთარ თავზე მოირგოს.
კალაძე ოპოზიციის საკონსტიტუციო უმრავლესობის შემთხვევაში საფრთხეებთან დაკავშირებულ განცხადებებს “უსაფუძვლოს” და “ტყუილს” უწოდებს.
„ქართული ოცნება” არ აპირებს, კონსტიტუცია მოირგოს საკუთარ თავზე. ეს იცის ჩვენმა მოსახლეობამ და ამიტომაც მოგვცა ამხელა მანდატი. ამას ჩვენ არ ვიკადრებთ, როგორც ეს გააკეთა თავის დროზე “ნაციონალურმა მოძრაობამ” და მიხეილ სააკაშვილმა,“ – განაცხადა კახა კალაძემ.

banner
წინა სტატიაშიკახა კალაძე: პარლამენტის თავმჯდომარედ არ იბადებიან, ადამიანებს საშუალება უნდა მივცეთ
შემდეგი სტატიაკახა კალაძე: ჩემ თავს მთავრობაში უფრო ვხედავ, თუმცა განსაკუთრებული მოთხოვნა არ გამაჩნია