კახა კალაძე: პარლამენტის თავმჯდომარედ არ იბადებიან, ადამიანებს საშუალება უნდა მივცეთ

„ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ გენერალური მდივანი კახა კალაძე პარლამენტის თავმჯდომარის პოსტზე პარტიის აღმასრულებელი მდივნის ირაკლი კობახიძის კანდიდატურას მიესალმება.

როგორც მან გადაცემა „არჩევანში“ განაცხადა, აღნიშნულ თანამდებობაზე კობახიძის კანდიდატურა განიხილება, თუმცა კონკრეტული გადაწყვეტილება ჯერჯერობით მიღებული არ არის.

„მივესალები ირაკლი კობახიძის პარლამენტის თავმჯდომარეობას, თუ ეს გადაწყვეტილება იქნება მიღებული. პარლამენტის თავმჯდომარედ არ იბადებიან, თუმცა ადამიანებს საშუალება უნდა მივცეთ. დარწმუნებული ვარ, ის იქნება ნამდვილად ღირსეული თავმჯდომარე, თუ ეს გადაწყვეტილება იქნება“, – განაცხადა კახა კალაძემ.

რაც შეეხება მომავალ მთავრობაში კალაძის თანამდებობას, როგორც მან აღნიშნა, იგი არც პრეზიდენტის თანამდებობაზე განიხილავს თავს და არც შინაგან საქმეთა მინისტრად.

“ზოგადად, ვინ რომელ სამინისტროს ჩაიბარებს, იქნება კონსულტაციები და გახდება ცნობილი. ჩემ თავს მთავრობაში უფრო ვხედავ, თუმცა განსაკუთრებული მოთხოვნა არ გამაჩნია. სადაც გუნდს და ქვეყანას დავჭირდები, მზად ვარ, იქ ვიყო და მაქსიმალური გავაკეთო. შს მინისტრის თანამდებობაზე ჩემი კანდიდატურის განხილვა გამორიცხულია. ეს ჭორია. არც პრეზიდენტის თანამდებობაზე, მით უმეტეს, რომ იქამდე შორია“, – აღნიშნა კალაძემ.

banner
წინა სტატიაში(VIDEO) „ოცნების“ დიმპიტაურო-დამპიტაურო – ახმეტელი „ოცნებელების“ ჰიმნი
შემდეგი სტატიაკახა კალაძე: ჩვენ არ ვიკადრებთ იმას “ნაციონალურმა მოძრაობამ” და სააკაშვილმა გააკეთეს