ჯემალ სეფიაშვილი, ლალი მაროშკინა, სანდრო ბრეგაძე – თამაზ მეჭიაურმა პარტია და მისი წევრები წარადგინა

თამაზ მეჭიაურმა ახალი პარტიის – ერთიანი საქართველოსთვის პრეზენტაცია გამართა. ქართული ოცნების ყოფილი წევრი პოლიტიკურ გაერთიანებას კომპოზიტორ ჯემალ სეფიაშვილთნ და დიასპორის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის ყოფილ მოადგილე სანდრო ბრეგაძესთან ერთად ქმნის. პარტიის წევრები ასევე იქნებიან ქართული ოცნების ახალგაზრდული მოძრაობის დაფუძნებული დავით ფაცაცია, ლალი მოროშკინა და ბუტა რობაქიძის დედა ია მეტრეველი.

“მონაწილეობას მივიღებთ არჩევნებში შემდეგი სახელწოდებით, თამაზ მეჭიაური ერთიანი საქართველოსთვის. ჩვენ ვიქნებით ამ ხელისუფლების ოპოზიციონერები საგარეო კურსთან მიმართებაში. ვერ გაამართლა რაღაცა ნაწილში, სამართლიანობა არ აღდგა იმ დოზით რა დოზითაც უნდა აღმდგარიყო. ვერ გაამართლა, ხშირ შემთხვევაში საკადრო საკითხებში ჰქონდა რაღაც პრობლემები”, – განაცხადა მეჭიაურმა.

banner
წინა სტატიაშითბილისში მდებარე “აიპლუსის“ ყველა მაღაზია დაკეტილია
შემდეგი სტატიასაგამოძიებო სამსახურში ადასტურებენ, რომ „აიფონ პლუსის“ და „ეფლსიტის“ მიმართ გამოძიება მიმდინარეობს