საგამოძიებო სამსახურში ადასტურებენ, რომ „აიფონ პლუსის“ და „ეფლსიტის“ მიმართ გამოძიება მიმდინარეობს
სხვა სტატიები
ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებოს სამსახურში გამოძიება შპს „აიფონ პლუსის“ და შპს „ეფლსიტის“ მიმართ მიმდინარეობს.
“საგამოძიებო სამსახურში მიმდინარეობს გამოძიება შპს „აიფონ პლუსის“ და შპს „ეფლსიტის“ მიმართ, გამოძიების ფარგლებში განხორციელდა რიგი საგამოძიებო მოქმედებები, მათ შორის განხორციერლდა საკონტროლო შესყიდვები და სამხარაულის ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს დასკვნით, „აიფონის“ ბრენდის რამდენიმე მოდელი არ არის ქარხნულად ახალი და უკვე ნამყოფია ექსპლუატაციაში, რომლებსაც აღნიშნული ფირმის ობიექტებში ასაღებდნენ, როგორც ახალ ტელეფონებს და მნიშვნელოვნად აზარალებდნენ მომხმარებელს. ამ ეტაპზე მიმდინარეობს დოკუმენტაციის შესწავლა და სავარაუდო ექსპლუატაციაში ნამყოფი მობილური ტელეფონების ქსელიდან ამოღება, ექსპერტიზის ჩატარების მიზნით”, – აცხადებენ სამსახურში.