გოგი თოფაძე: ივანიშვილი, რომ არ მოსულიყო, უნდა შემოსულიყო უცხო ქვეყნის ტანკები, რომ ესენი გაგვეძევებინა

“ან ბიძინა უნდა მოსულიყო, ან რაღაცა უბედურება უნდა მომხდარიყო, შემოვარდნილიყო რომელიმე ქვეყნის ტანკები”-ეს განცხადება, საპარლამენტო უმრავლესობის ერთ-ერთმა ლიდერმა გოგი თოფაძემ ტელეკომპანია იბერიას ეთერში გააკეთა.

მრეწველების ლიდერმა რესპუბლიკელებთან არსებულ დაპირისპრებაზე ისაუბრა და განაცხადა, რომ არსებულ დაპირისპირებაში ექსპრემიერის ჩარევა არ ღირს, რადგან თოფაძის თქმით, ივანიშვილს ბევრი საქმე აქვს გასაკეთებელი და არ სცალია. დეპუტატმა ასევე ხაზი გაუსვა იმას, რომ ექსპრემიერმა საქართველოში ბევრი, რამ გააკეთა და ქვეყანა „უბედურებას გადაარჩინა.“

„ბიძინა ივანიშვილს ნუ ჩავრევთ, სად სცალია მაგას იმდენი საქმეები აქვს გასაკეთებელი და იმდენი რამე გააკეთა უკვე საქართველოში, რომ მოდი უმადურები ნუ ვიქნებით. ან ბიძინა უნდა მოსულიყო, ან რაღაცა უბედურება უნდა მომხდარიყო. უნდა შემოვარდნილიყო რომელიმე ქვეყნის ტანკები, რომ ესენი აქედან გაგვეძევებინა,“-განაცხადა გოგი თოფაძემ.

banner
წინა სტატიაშიპროკურატურის მოთხოვნა ადეიშვილისთვის აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე არ დაკმაყოფილდა
შემდეგი სტატია(video)რა გაუხსენა გოგი თოფაძემ ძმებ ბერძენიშვილებს