(video)რა გაუხსენა გოგი თოფაძემ ძმებ ბერძენიშვილებს

tofadzeსაპარლამენტო უმრავლესობის წევრი გოგი თოფაძე აცხადებს, რომ ძმებ ბერძენიშვილებს ძალიან ბევრი დანაშაული აქვს ჩადენილი და კოალიცია „ქართული ოცნების“ რომელიმე წევრზე საუბრის უფლება არ აქვთ-ამის შესახებ მან ტელეკომპანია “იბერიას” ეთერში ისაუბრა და თავდაცვის მინისტრ თინა ხიდაშელთან დაკავშირებით მის მიერ გაკეთებული განცხადება კიდევ ერთხელ გაიმეორა. როგორც დეპუტატმა აღნიშნა, თავდაცვის მინისტრმა საგარეჯოს არჩევნებში კანონი უხეშად დაარღვია და „ქართულ ოცნებას“ ძალიან ბევრი პრობლემა შეუქმნა.
“ლევან ბერძენიშვილს შუბლის ძარღვი გაწყვეტილი რომ არ ჰქონდეს, ასე აქტიურად არ ჩაერეოდა. 80-იანი წლების მის ძალიან სამარცხვინო ქმედებას მოგიყვანთ, როდესაც მისი თანაგუნდელები, რომლებიც პოლიტიკური საბაბით ერთად იყვნენ პატიმრები, როგორ ჩაუშვა, როგორც გაათავისუფლეს თვითონ “კა-გე-ბეს” თანამშრომლებმა და დანიშნეს სამსახურში და როგორ ჩააგდო ვახტანგ ძაბირაძე, ვახტანგ შონია და ზამბახიძე. ამის მერე მის ბიოგრაფიას აღარ მოვყვები”, – განაცხადა “იბერიას” ეთერში  გოგი თოფაძემ.

https://youtu.be/Jyh8_Q5K2Rk

banner
წინა სტატიაშიგოგი თოფაძე: ივანიშვილი, რომ არ მოსულიყო, უნდა შემოსულიყო უცხო ქვეყნის ტანკები, რომ ესენი გაგვეძევებინა
შემდეგი სტატიაროცა საღამოს ვხედავ ოჯახში ჩართულ ტელევიზორს , ვიცი, რომ იქ არ ახსოვთ ქრისტე…