იულია ტიმოშენკომ და უკრაინის პარლამენტის 9 დეპუტატმა მზადყოფნა გამოთქვეს, მიხეილ სააკაშვილს თავდებში ჩაუდგნენ

უკრაინის პარლამენტის 10-მა დეპუტატმა, მათ შორის პარტია „ბატკივშინას“ ლიდერმა იულია ტიმოშენკომ განაცხადეს, რომ მზად არიან თავდებში ჩაუდგნენ საქართველოს ყოფილ პრეზიდენტს, ოდესის ოლქის ყოფილ გუბერნატორ მიხეილ სააკაშვილს.

აღნიშნულის შესახებ მათ სააპელაციო სასამართლოში მიმდინარე სხდომაზე განაცხადეს.

„ვაცხადებთ, რომ თავდებში ჩავუდგებით მიხეილ სააკაშვილს და ასევე სასამართლოს ვთხოვთ ძალაში დატოვოს პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება, რომლის თანახმად, მიხეილ სააკაშვილს აღკვეთის ღონისძიება არ შეეფარდა“, – აღნიშნა იულია ტიმოშენკომ.

2017 წლის 5 დეკემბერს მიხეილ სააკაშვილი უკრაინის უსაფრთხოების სამსახურმა დააკავა დანაშაულებრივ ჯგუფებთან თანამშრომლობისა და რუსეთიდან 500 ათასი აშშ დოლარის მიღების ბრალდებით.

11 დეკემბერს კიევის სასამართლომ არ დააკმაყოფილა ბრალდების მოთხოვნა მიხეილ სააკაშვილისთვის აღკვეთის ღონისძიებად შინაპატიმრობის შეფარდებაზე.

banner
წინა სტატიაშიანტიტერორისტული დანაყოფები ერთი ნაბიჯით წინ იყვნენ და დაასწრეს ტერორისტულ დაჯგუფებას მოქმედებები – არჩილ თალაკვაძე
შემდეგი სტატიათბილისში ახალი ავტობუსები წლის ბოლომდე შემოვა