უახლოეს დღეებში, ირანის, თურქეთის და რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრები სირიის კონფლიქტთან დაკავშირებით შეხვედრაზე შეთანხმდებიან, – ამის შესახებ ოფიციალურად გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი, თუმცა შეხვედრის ზუსტი დრო და ადგილი ჯერჯერობით უცნობია. ტოკიოში ვიზიტისას, რუსეთის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ ანკარა და მოსკოვი სირიის ხელისუფლებასა და ყაზახეთის ოპოზიციასთან კონფლიქტის სამშვიდობო დარეგულირების გზებზე მსჯელობას ჟენევის მოლაპარაკებების დამატებით ფორმატსი აპირებენ. მოლაპარაკებებზე რუსეთი სირიის ხელისუფლების წარმომადგენელი იქნება, თურქეთი კი – ამბოხებული ოპოზიციის, – იუწყება „დოიჩე ველე“.