ინტიმური ვიდეომასალა არ არსებობს, ადვოკატმა იცრუა – პროკურორი

ე.წ. ციანიდის საქმის პროკურორის, ჯარჯი წიკლაურის განცხადებით, ინტიმური ვიდეომასალა არ არსებობს და დეკანოზ გიორგი მამალაძის ადვოკატები ცრუობენ:

„უკვე მერამდენედ, ადვოკატების მხრიდან ჩვენი შუამდგომლობების დამახინჯება ხდება და ისინი სიცრუეს ტირაჟირებენ. ეს არის ახალმოგონილი სიცრუე და ინტიმური ვიდეომასალა არ არსებობს. ეს ადვოკატმა ხელოვნურად დაამახინჯა“, – განაცხადა პროკურორმა ადვოკატ გიორგი ფანცულაიას გამოსვლის პასუხად. რაც შეეხება დეკანოზის დაკავებას, პროკურორის თქმით, დაკავება და პირადი ჩხრეკა მოხდა კანონიერად:

„მისი დაკავება და პირადი ჩხრეკა მოხდა კანონიერად და შენიშვნა მას არ ჰქონდა. ეს ნახა მოსამართლემაც. ბრალდებული ყოველ სხდომაზე ახალ ინფორმაციას იგონებს და ეს მისი სტრატეგიაა, რომ ეჭვქვეშ დააყენოს ჩვენი მტკიცებულებები“, – განაცხადა პროკურორმა ჯარჯი წიკლაურმა.

მოსამართლე მოსაფიქრებლადაა გასული, რათა საქმის დახურვასთან დაკავშირებით გადაწყვეტილება გამოიტანოს. საქმის დახურვას ბრალდების მხარე ითხოვს.

banner
წინა სტატიაშიმნიშვნელოვანია არ მოხდეს მოსამართლეზე ზეწოლა- აბაშიშვილი წოწერიას ძმის სახლის ჩხრეკაზე
შემდეგი სტატიაოლიგარქ ივანიშვილის ერთპიროვნული დიქტატურა თანდათანობით შედის უაღრესად საშიშ სტადიაში